მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც კი შოკში ჩავარდნენ - ახალაძის საოცარი გოლი ბათუმის "დინამოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.

მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთს", თუმცა საბოლოდ - 2:2.

ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.

ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით
ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.

ვიდეო: სპორტმიამბე

altლამაზი გოლები... "სამგურალმა" "დინამო თბილისს" მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
რობერტო კარლოსმა ჯარიმიდან გაიტანა ასეთი გოლი. 3-4 მეტრით სცილდებოდა კარებს და მოუხვია მერე; დღემდე 2 გოლზე არის შეშლილი მსოფლიო: ეს, ბარტეზს რომ გაუტანა და ვან ბასტენის, დასაევს რომ გაუტანა ევრო ფინალში. აქაც იგივე, მიდიოდა კარის ცენტრიდან მარჯვნივ და მოუხვია მარცხნივ და კუთხისკენ წავიდა. ეს იმით ჯობდა, რომ 1.თამაშიდან დაარტყა; 2.ზედა ხარიხას ქვეშ ჩაჯდა ზუსტად!!! ჰო და წლის გოლზე უნდა წარადგინოს ფედერაციამ ფიფაში.
alexandre
11:55 22-04-2024
0

10:10 22-04-2024
0

სიახლეები პოპულარული