ძოძუაშვილის დაბრუნება - "შუქურა" "საბურთალოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „შუქურამ“, რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი ჩაუდგა სათავეში, გორში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

„საბურთალომ“, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით, პირველი გამარჯვება მოიპოვა, 49 ქულით მესამე ადგილზეა და 28 ოქტომბერს სტუმრად „დილას“ შეხვდება; ხოლო „შუქურა“ ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.

დღეს ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპინძლებს, 30-ე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა კი ხვალ ჩატარდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
შუქურა - საბურთალო 1:2
გოლები: 0:1 სილაგაძე (10), 1:1 მუჯირი (42), 1:2 შ. ნონიკაშვილი (49)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რეზო ფეხბურთელიც დიდი იყო და მწვრთნელიც დიდია, მაგრამ ყავს ერთი დიდი მტერი, სიმართლის მოლაპარაკე საკუთარი ენა. ნათქვამია: "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო", მას კი ცხენი საერთოდ არ ყავს და ამიტომ ყველგან დროზე ადრე შეუწყვიტეს კონტრაქტი. გახსოვთ ალბათ ნაკრების მწვრთნელი, რომ იყო, როგორ იხვეწებოდა ერთხელ მაინც დამაყენებიეთ ჩემ ჭკუაზე გუნდიო, მაგრამ არა და არ გასწორდა ძაღლის კუდი.
ჟორა გაბრიჭიძე
15:49 21-10-2023
0
გამოჩნდნენ ვეტერანი კომუნისტები. რაღა დროს მიხიჩაა?! მაგ კაცისგან "გარმონიული ფეხბურთის" და ძოძუაშვილი რატომ არაა შენთან-ძახილის მეტი,არაფერი მომისმენია. სად დაამტკიცა თავისი სიდიადე, როგორც მწვრთნელმა? ახალი თაობის თვითმარქვიებიც გვყოფნის, ძველები რომ არ დავამატოთ ზემოდან. ნაკრებში მიაღწია რამეს? ტორპედოში, კოპენჰაგენთან სახლში 1-1 ჰქონდა ნათამაშები და გასვლაზე უეჭველი გოლი უნდა გაეტანა. ამის ნაცვლად 8(!) ნომინალური მცველი გამოიყვანა. წააგო კიდეც ის თამაში 1-3. ის კოპენჰაგენი,ვთუნდაც დღევანდელისგან ძან შორს იყო.
ბუხუტი
13:20 21-10-2023
1

სიახლეები პოპულარული