"თელავის" მოგება ლიდერთან; ფრეები თბილისში...

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სამი მატჩი. "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა; ასევე ფრე (ოღონდ, უგოლო) დაფიქსირდა "გაგრა"-"დილაში", ხოლო "თელავმა" ლიდერ ბათუმის "დინამოს" სძლია...

თელავი 2:1 დინამო ბთ

გიორგი მიქაძის გაწვრთნილი "თელავი" ზაფხულის შესვენების მერე შედეგიანად თამაშობს. ამჯერად "დინამო ბათუმსაც" მოუგეს - 2:1...

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის საწყის წუთებში კი სლოვენიელი მატეია რომის გარღვევასა და პასს მოჰყვა ჰაიტელი ჟონელ დეზირეს გოლი. რამდენიმე წუთში ბათუმელებმა პაატა ღუდუშაურის ტექნიკური დარტყმით გაათანაბრეს - 1:1.

გადამწყვეტი გოლი
მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გავიდა: უკრაინელმა ევგენი პროტასოვმა ლამაზად გაიტანა. ეს პროტასოვის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ამის მერე თამაში საკმაო ხნით შეწყდა, რადგან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა ტრავმა მიიღო და ექიმები დიდხანს მკურნალობდნენ. ფლამარიონს თელაველთა მეკარე დავიდ იურჩენკო შეეჯახა... ბრაზილიელმა კეფაში მიიღო მძიმე დარტყმა, გონება დაკარგა და ჟანგბადის მიწოდებაც დასჭირდა.

საბოლოოდ, 2:1. "თელავი" მეშვიდე ადგილზეა და საფლეიაუტო ზონას უფრო დაშორდა. ბათუმელები კი ლიდერებად რჩებიან, თუმცა ჰანდიკაპი ამჯერად ნაკლები აქვთ.

გაგრა 0:0 დილა


ორივე გუნდს რთული პერიოდი აქვს. "გაგრამ" ზედიზედ ოთხი წაგების მერე პირველი ქულა აიღო, ხოლო "დილას" ზედიზედ ორი თამაში ჰქონდა წაგებული.

საბოლოოდ 0:0 თბილისის დავით პეტრიაშვილზე. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში, მეორე წრეში კი გორელებმა 1:0 იმარჯვეს.

"გაგრა" მერვე ადგილზეა, ხოლო "დილა" - მეოთხეზე.

დინამო თბ 1:1 ტორპედო

"დინამო არენაზე" პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორივე გუნდს წაუგებელი სერია ჰქონდა: დინამოელებს შვიდმატჩიანი, "ტორპედოს" - რვამატჩიანი.

თბილისელები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ უსმანე კამარას ლამაზი გოლით, 53-ე წუთზე კი ქუთაისელთა შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა კარგი დარტყმით და 1:1.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ბოლოს დინამოელებმა გაიტანეს კიდეც, თუმცა თამაშგარედან.

"დინამო თბილისი" მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება "დინამო ბათუმს", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ტორპედო" კი მეექვსე საფეხურზე რჩება.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა სასაცილოდ გამოიყურებიან ბათუმის ფეხბურთელები დილას სტილში რო ცდილობენ მაღალ პრესინგზე თამაშს და პრესინგიდან დაბალი პასებით ამოსვლას. დ.დ. იტანჯებიან!!!
ბათუმი სოფლის გუნდია!!!
15:30 17-09-2023
1
Მეგობარო მსგავსი სიტუაციაში ასი შემთხვევიდას ასივე მეკარის სასარგებლოდ დაფიქსირდება.სადაც გინდა იკითხე.
Ალბათ ბათუმის გულშემატკივარი ხარ და წარმატებას უსურვებ ბათუმს.პრობლემას სხვაგან ხომ არ ეძებთ ბათუმის გულშემატკივარები? Განსაკუთრებული კარგი თამაში რომ არა ჰქონია ბათუმს მაგას ვერ ამჩნევთ?რას ჰგავს ცენტრალური დაცვა ბათუმის? Და ყველაზე მთავარი-კვასვაძეს რა უნდა ბათუმის დინამოში საერთოდ?მაგან როგორც მახსოვს ერთი დინამო უკვე გააფარჩაკა და სანამ მეორეს გააფარჩაკებს გაუშვით გუნდიდან.რაღა დროს როინაა ხალხო? Ან თუ ჩიჩკანი არ ვარგა სად იყავით აქამდე?ეგ რო კარგი მეკარე ყოფილიყო თბილისის დინამო არ გაუშვებდა.
Ან დვალიშვილი რატო გყავთ?გეგუჩაძე კი არა ეგ უნდა გაგეშვათ-სადაც კი ერთი ბალასტი იყო ყველა რო მოკრიფა და ბათუმში ჩამოგიყვანათ.რომელმა ლეგიონერმა გაგიმართლათ მაგის მოყვანილმა?(არა ვგულისხმობ წუწკი მელიებივით ადგილობრივ გუნდებში რო დასუნსულებთ და გადაგყავთ ფეხბურთელები ბათუმში. Გორის დილა გყავთ ამოჩემებული განსაკუთრებით და დაირქვით ბარემ ბათუმის გორის დილა)
ან ეგ დემჩენკო დიდი მწვრთნელი ხო არ გგონიათ?კვასხვაძეს და ბალიჩს რო ფეხბურთელად ჩათვლი მწვრთნელი არა ხარ!!!!
Ჯოვის ჯანმრთელობას ვუსურვებ!!!
ოთარი-ს
13:06 17-09-2023
1

სიახლეები პოპულარული