ეროვნული ლიგა. V ტური:"დილამ" მეორე ტაიმში "კოლხეთი" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს ეროვნული ლიგის V ტურში "დილამ" "კოლხეთი" 3:0 დაამარცხა.

უგოლოდ დსრულებული პირველი ტაიმის შემდეგ "დილა" უპირატესობას დაეუფლა და ფორტისმა შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში რიბეირომ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ხოლო 64-ე წუთზე კოვტალიუკმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა გოლი.

ფოთელები ორმა გაშვებულმა გოლმა გატეხა და წინააღმდეგობა შეწყვიტეს. რიბეირომ სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი ხარიხას გაარტყა, მერე კი კვახაძემ მესამედ დალაშქრა პოლტავცევის კარი.

ეგ იყო და ეგ. ფაქტია, ასეთი თამაშით ფოთელებს ძალიან გაუჭირდებათ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, გორული გუნდი კი 10 ქულით
მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე".
კოლხეთი - დილა 0:3
გოლები: 0:1 ალვინ ფორტისი (56), 0:2 მიკოლა კოვტალიუკი (64), 0:3 ალექსანდრე კვახაძე (71)

კოლხეთი (3-4-2-1): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), ვლადიმირ პანამარიოვი, პატერსონ კაბორე, ზურაბ არზიანი (ვალიკო ტყემალაძე 79), სერგეი დანილოვი, ლევან კაკულია, ვლადიმირ გოგბერაშვილი (თორნიკე ჩუბითიძე 70), ილია მიხაილოვი

მთ. მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, გოდერძი მაჩაიძე, გია ჩადუნელი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ანზორ სუხიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე (დავით რაჟამაშვილი 71), ისიფუ ლემპტი (ამოს ნონდი 68), ლეანდრო რიბეირო (ლევან ნონიკაშვილი 76) , ალვინ ფორტისი, მიკოლა კოვტალიუკი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული