რამდენი ფული მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფეხბურთის განვითარების ფონდისგან 2017 წელს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბების 2017 წლის 18 დეკემბრისთვის მიღებული დაფინანსების შესახებ.

ფონდმა გამოაქვეყნა როგორც საბაზისო, სტიმულირების კალათა, ასევე ჩემპიონატისა და საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სუპერთასის პრემიალური ფონდებიდან მიღებული თანხები.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საბაზისო დაფინანსება განსაზღვრულია იმის მიხედვით, გუნდი რომელ ლიგაში მონაწილეობს.

სტიმულირებისას გათვალისწინებულია, კლუბი დამატებით სპონსორებისგან ან საკუთარი რესურსით რა სახსრებს მიიზიდავს, პრემიალური კი შედეგებზეა დამოკიდებული.

საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წელს ოთხ ქართულ საფეხბურთო
ლიგაში გადანაწილებული 80 კლუბის დაფინანსებაზე დახარჯა 31 860 686 ლარი.

აქედან საბაზისო დაფინანსება 23 791 457 ლარია, სტიმულირების დაფინანსება - 2 582 669 ლარი, ჩემპიონატის პრემიებზე 5 070 600 ლარი დაიხარჯა, ხოლო თასის პრემიებზე - 410 000 ლარი.

ეროვნული ლიგის კლუბებმა ჯამში 15 825 679 ლარი მიიღეს, ყველაზე მეტი კი არა ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ", არამედ მეორეადგილოსანმა თბილისის "დინამომ" მიიღო. მისი პირველობა სტიმულირების თანხიდან გამომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის დროს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით, ახალ მფლობელს, ამ შემთხვევაში ზაალ ჩაჩავას, კლუბში 2017 წელს პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 000 ლარი უნდა მიეტანა, მაგრამ როგორც ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, "ტორპედომ" მხოლოდ 110 000 ათასის ინვესტიცია განახორციელა.


კლუბები ჩადებული ინვესტიციის ოდენობის თანხას ფონდისგან იღებენ. მაგალითად, თუ თბილისის "დინამომ" 400 000-იანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში, ის ფონდისგან 400 000 ლარს მიიღებს; თუ ბათუმის "დინამომ" ინვესტიციის სახით 195 000 ლარი ჩადო კლუბში, იმავე თანხას ფონდისგან მიიღებს. ფონდის სტიმულირების თანხის ზღვარი კი 400 000 ლარია. ანუ შესაძლოა კლუბმა მილიონი ლარი ჩადოს ინვესტიციის სახით, მაგრამ ფონდისგან 400 000 ლარზე მეტს ვერ მიიღებს.

Sportall.Ge
ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე მეტი, 1 036 500 ლარი ჩემპიონმა "რუსთავმა" გამოიმუშავა.

Sportall.Ge





Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩაჩავამ ტორპედოში დაპირებული ნახევარი მილიონის მაგივრად 110 ათასი რომ მოიტანა, ამაზე პასუხს თუ მოთხოვს ვინმე? კიდე მაინტერესებს კლუბის ბაზაზე რემონტი თუ დამთავრდა და აკადემია თუ იხსნება ახალი წლიდან, როგორ გვპირდებოდა
დათოია
21 დეკემბერი 2017 19:30
0
ორთავეს აზრს ვეთანხმები ჩაჩავასთან დაკავშირებით,ასევე მარტალი ხართ ტორპედოს ყოფილ დირეკტორთან ზურაბ ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით,14 ადგილზე ჩაიბარა ვისოლიდან მოძულებული გუნდი,წინ წამოწია,სკოლაც შექმნა,ფეხბურთელებიც კარგი მოიყვანა ბოლოს სპონსორიც და..ჩაჩავას და მოსიაშვილს უყვართ ტორპედო დავიჯერო,ასეტ მენეჯერს გუნდი რომ შეელევა...
gigi
26 დეკემბერი 2017 05:17
0
ჩაჩავაზე 100 პროცენტით გეთანხმები...ფეხბურთელების,ჩხეტიანის და ვინც თავიდან შექმნა ეს გუნდი ზურა ჩსაკვეტაძის დამსახურებაა ეს წარმატება,მისი მოყვანილია 90 პროცენტი ფეხბურთელების და სპონსორიც მან მოიყვანა..და 110 ათასი ჩადო ისიც წვალებით..
kanstantine
24 დეკემბერი 2017 01:58
0
რედაქციას ძალიან დიდი თხოვნა მექნება იგივე ანგარიში დადოთ რაგბის კლუბებზე... მადლობა წინასწაარ..
KING
21 დეკემბერი 2017 16:58
0
is gamoakveknet aba totalizatorebidan ramdeni premia miigo federaziam??
qomagi
21 დეკემბერი 2017 16:42
2
შედეგი?
ანდრი
21 დეკემბერი 2017 16:10
1
მცხეთის ქოჯაელს დიდი პერსპექტივები აქვს.გუნდი ბდღვნის ყველაფერს
skid row 11
21 დეკემბერი 2017 15:20
1
აი შედეგიც თქვენს მიერ გამოგონებული ფონდისა და მისი უაზრო წესების.
კერძო კლუბები სახელმწიფოზე 2-3-10 ჯერ ნაკლებს ხარჯავენ ვიდრე სახელმწიფო მათ აძლევს . კერძო კლუბები იქცნნე საბიუჯეტო ფულის ამთვისბელ მანქანებად,სად გაგონილა ასეთი ფორმის დოტაცია კერძო კლუბების, რომელ ქვეყანაში?ეს არის სრული სიგიჟე და უმეცრება.
safexburto komunizmi.
21 დეკემბერი 2017 15:05
1
არაუშავს გაისად მაიც ვერცერთი კლუბი ვერ გაცდება მე-2 წრეს
11
21 დეკემბერი 2017 15:00
0
ჰო სამტრედიას მწვრთნელმაც მაგ არ ინატრა ღია მიკროფონის გადაცემაში- ერთი წრე მაინც უნდა გავიროთ და ეს უკვე მიღწევა იქნებაო :)
ჰაჰა
21 დეკემბერი 2017 17:12
0
და სად მიაქვთ მერე ეს ფულები რატომ არავინ კითხულობს? ასი წლის ფეხბურთელებით რომ თამაშობს ჩემპიონი რომლებსაც არასოდეს არაფრისთვის არ მიუღწევიათ და დინამო კი პირიქით 15 წლის ბავშვებით რო დაკომპლექტდა და ხელფასებსაც მიზერულს უხდის, ძლიერი ლეგიონერები რატომ არ მოჰყავთ? მოვა მალე ზაფხული და მოყვებიან ტრენჩინები და გაბალები, მერე ვიკითხოთ :)
Tbiliseli
21 დეკემბერი 2017 14:52
1

სიახლეები პოპულარული