რამდენი ფული მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფეხბურთის განვითარების ფონდისგან 2017 წელს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბების 2017 წლის 18 დეკემბრისთვის მიღებული დაფინანსების შესახებ.

ფონდმა გამოაქვეყნა როგორც საბაზისო, სტიმულირების კალათა, ასევე ჩემპიონატისა და საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სუპერთასის პრემიალური ფონდებიდან მიღებული თანხები.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საბაზისო დაფინანსება განსაზღვრულია იმის მიხედვით, გუნდი რომელ ლიგაში მონაწილეობს.

სტიმულირებისას გათვალისწინებულია, კლუბი დამატებით სპონსორებისგან ან საკუთარი რესურსით რა სახსრებს მიიზიდავს, პრემიალური კი შედეგებზეა დამოკიდებული.

საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წელს ოთხ ქართულ საფეხბურთო
ლიგაში გადანაწილებული 80 კლუბის დაფინანსებაზე დახარჯა 31 860 686 ლარი.

აქედან საბაზისო დაფინანსება 23 791 457 ლარია, სტიმულირების დაფინანსება - 2 582 669 ლარი, ჩემპიონატის პრემიებზე 5 070 600 ლარი დაიხარჯა, ხოლო თასის პრემიებზე - 410 000 ლარი.

ეროვნული ლიგის კლუბებმა ჯამში 15 825 679 ლარი მიიღეს, ყველაზე მეტი კი არა ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ", არამედ მეორეადგილოსანმა თბილისის "დინამომ" მიიღო. მისი პირველობა სტიმულირების თანხიდან გამომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის დროს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით, ახალ მფლობელს, ამ შემთხვევაში ზაალ ჩაჩავას, კლუბში 2017 წელს პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 000 ლარი უნდა მიეტანა, მაგრამ როგორც ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, "ტორპედომ" მხოლოდ 110 000 ათასის ინვესტიცია განახორციელა.


კლუბები ჩადებული ინვესტიციის ოდენობის თანხას ფონდისგან იღებენ. მაგალითად, თუ თბილისის "დინამომ" 400 000-იანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში, ის ფონდისგან 400 000 ლარს მიიღებს; თუ ბათუმის "დინამომ" ინვესტიციის სახით 195 000 ლარი ჩადო კლუბში, იმავე თანხას ფონდისგან მიიღებს. ფონდის სტიმულირების თანხის ზღვარი კი 400 000 ლარია. ანუ შესაძლოა კლუბმა მილიონი ლარი ჩადოს ინვესტიციის სახით, მაგრამ ფონდისგან 400 000 ლარზე მეტს ვერ მიიღებს.

Sportall.Ge
ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე მეტი, 1 036 500 ლარი ჩემპიონმა "რუსთავმა" გამოიმუშავა.

Sportall.Ge





Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩაჩავამ ტორპედოში დაპირებული ნახევარი მილიონის მაგივრად 110 ათასი რომ მოიტანა, ამაზე პასუხს თუ მოთხოვს ვინმე? კიდე მაინტერესებს კლუბის ბაზაზე რემონტი თუ დამთავრდა და აკადემია თუ იხსნება ახალი წლიდან, როგორ გვპირდებოდა
დათოია
21 დეკემბერი 2017 19:30
0
ორთავეს აზრს ვეთანხმები ჩაჩავასთან დაკავშირებით,ასევე მარტალი ხართ ტორპედოს ყოფილ დირეკტორთან ზურაბ ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით,14 ადგილზე ჩაიბარა ვისოლიდან მოძულებული გუნდი,წინ წამოწია,სკოლაც შექმნა,ფეხბურთელებიც კარგი მოიყვანა ბოლოს სპონსორიც და..ჩაჩავას და მოსიაშვილს უყვართ ტორპედო დავიჯერო,ასეტ მენეჯერს გუნდი რომ შეელევა...
gigi
26 დეკემბერი 2017 05:17
0
ჩაჩავაზე 100 პროცენტით გეთანხმები...ფეხბურთელების,ჩხეტიანის და ვინც თავიდან შექმნა ეს გუნდი ზურა ჩსაკვეტაძის დამსახურებაა ეს წარმატება,მისი მოყვანილია 90 პროცენტი ფეხბურთელების და სპონსორიც მან მოიყვანა..და 110 ათასი ჩადო ისიც წვალებით..
kanstantine
24 დეკემბერი 2017 01:58
0
და სად მიაქვთ მერე ეს ფულები რატომ არავინ კითხულობს? ასი წლის ფეხბურთელებით რომ თამაშობს ჩემპიონი რომლებსაც არასოდეს არაფრისთვის არ მიუღწევიათ და დინამო კი პირიქით 15 წლის ბავშვებით რო დაკომპლექტდა და ხელფასებსაც მიზერულს უხდის, ძლიერი ლეგიონერები რატომ არ მოჰყავთ? მოვა მალე ზაფხული და მოყვებიან ტრენჩინები და გაბალები, მერე ვიკითხოთ :)
Tbiliseli
21 დეკემბერი 2017 14:52
1
აი შედეგიც თქვენს მიერ გამოგონებული ფონდისა და მისი უაზრო წესების.
კერძო კლუბები სახელმწიფოზე 2-3-10 ჯერ ნაკლებს ხარჯავენ ვიდრე სახელმწიფო მათ აძლევს . კერძო კლუბები იქცნნე საბიუჯეტო ფულის ამთვისბელ მანქანებად,სად გაგონილა ასეთი ფორმის დოტაცია კერძო კლუბების, რომელ ქვეყანაში?ეს არის სრული სიგიჟე და უმეცრება.
safexburto komunizmi.
21 დეკემბერი 2017 15:05
1
ტორპედოდან ფალავანდიშვილი წასულა და ეს არის გუნდს გავაძლიერებთო. უკვე არაფრის აღარ მჯერა
დათოია
21 დეკემბერი 2017 19:49
0
გუგას წასვლა არაფერია, ტორპედოს მფლობელმა მხოლოდ 110 000₾ დაახარჯა იმ საკუთარ კლუბს, რომელსაც სახელმწიფო 1 მილიონი ლარით უფინანსებს და თქვენ გინდათ რაიმე შედეგებს ელოდოთ ქართულ ფეხბურთში? :)
haha :)
21 დეკემბერი 2017 23:17
2
რედაქციას ძალიან დიდი თხოვნა მექნება იგივე ანგარიში დადოთ რაგბის კლუბებზე... მადლობა წინასწაარ..
KING
21 დეკემბერი 2017 16:58
0
არაუშავს გაისად მაიც ვერცერთი კლუბი ვერ გაცდება მე-2 წრეს
11
21 დეკემბერი 2017 15:00
0
ჰო სამტრედიას მწვრთნელმაც მაგ არ ინატრა ღია მიკროფონის გადაცემაში- ერთი წრე მაინც უნდა გავიროთ და ეს უკვე მიღწევა იქნებაო :)
ჰაჰა
21 დეკემბერი 2017 17:12
0
ჩაჩავა არის იღბლიანი აფერ...ქალაქის მერიის და ფონდის მხარდაჭერილი გუნდი და ვინც იყო წინა ხემძღვანელობა იმათ გაკეთებულ საქმეს მოჰკიდა ხელი და დაუმსახურებლად მედალი ჩამოიკიდა,აბა სამართალი სად არის მილიონებს ხარჟავს ფიფიას და სვები და ფონდის დაფინასებულ გუნდში 110 000ლარი ჩადო და ჩემპიონობა მიიბრალა თავის ავზე..ცნობისატის ეს მხოლოდ 42 000დოლარია..ხოლო ის ვინც ეს გუნდი შეკმნა და გზაზე დააყენა არადამიანურად გუნდიდად გაუშვა..
gaga
22 დეკემბერი 2017 03:29
1
იღბლიანია ნაღდად. ტყუილების გარდა არაფერი იცის, არაფერი დამსახურება მაგას არ აქვს გუნდის წარმატებაში. 5 მილიონს მოვიზიდავო, ბაზას გავარემონტებო, აკადემიას გავხსნიო, ძლიერ ლეგიონერებს დავამატებო. როდის? ვირი ხეზე რომ ავა?
gigi
22 დეკემბერი 2017 11:03
0
შედეგი?
ანდრი
21 დეკემბერი 2017 16:10
1
როგორ გვიყვარს სხვისი ხელით ეკლიანი ვარდების კრეფა. იმას კი არ იტყვის გულშემატკივარი რომ სტადიონზე არ დადის და ₾2 არ იხდის ბილეთში. ინგლისის ჩემპიონატის დონე უნდათ, მაგრამ ₾2 გადახდა ბილეთში არ უნდათ. და საიდან უნდა მოიტანონ კლუბებმა ფული თუ ბილეთი არ გაიყიდა? ქათამი და კვერცხის სიტუაცია არის. გულშემატკივარი არ მიდის სტადიონზე, რადგან ₾2 ენანება, ინვესტორი ფულს არ დებს ფეხბურთში, რადგან მისთვის ეს წყალში გადაყრილი ფულია. ასე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ქართული ფეხბურთი.
ლუკა
24 დეკემბერი 2017 00:00
0
თბილისის ,,დინამომ,, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან, სახელმწიფოსგან(!) მიიღო 2 მლნ ლარამდე!პრაქტიკულად-საქართველოს მოქალაქეებმა(!) თბილისის,,დინამო,,დააფინასეს 2 მლნ.ლარით!..განვითარების ფონდიდან მიღებული თანხით მოხდება გუნდის განვითარება?..მომავალ სეზონში იქნება უფრო ძლიერი თბილისის,,დინამო,,?!...რა მიზანს ისახავს გუნდი ევროლიგაში?...მიზანი იქნება ჯგუფი თუ ,,ოლიმპიური,,მონაწილეობა ,,გალოჩკისთვის,,?!...ქვეყნის სირცხვილია სახელოვანი,ერის სიამაყე(უკვე ლამის,,უხსოვარ,,დროს) კლუბის დღევანდელი მდგომარეობა...პ.ს. იგივე ეხება ქართულ კლუბებს,მაგრამ განსაკუთრებით მათ,რომლებმაც ზაფხულში ევროტურნირებზე უნდა წარადგინონ საქართველო !
ზაზა
22 დეკემბერი 2017 13:35
1

სიახლეები პოპულარული