U21. საქართველოს ნაკრები: რას გვპირდებოდნენ ლევან კობიაშვილი და გია გეგუჩაძე

AutoSharing Option
რატომ ვერ გაამართლა მოლოდინები გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აწუხებს.

არადა, გეგუჩაძე საკლუბო დონეზე, საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებში ყველაზე წარმატებულია.

12 მატჩია, რაც გეგუჩაძე უძღვება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს: 3 მოგება, 3 ფრე და 6 წაგებაა მის ანგარიშზე. იყო ამბიცია, რომ ევროპის 2019 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც იტალიასა და სან მარინოში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ითამაშებდა.

მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე 3 მატჩი ჩავატარეთ და ყველა თამაშში გავნადგურდით. ყველაზე სენსაციური მატჩი კი ბოლო იყო, ფარერების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:1 დაგვამარცხა.

-nakrebi/110422-u21-farerebi-saqarthvelo-31-vis-imedadaa-qarthuli-fekhburthi-video.html">- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

საინტერესოა სტატისტიკაც, საქართველოს ნაკრებმა 22-ჯერ დაარტყა კარში: 18 არაზუსტად, 1 ზუსტად და 3 დაბლოკეს. ფარერებმა 6-დან 3 ჯერ ზუსტად დაგვირტყა კარებში და 3 გოლი გაგვიტანა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვთ და შეიძლება ისინი ნაადრევად ვაქციეთ "ვარსკვლავებად": გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლუკა ზარანდია და ა.შ.

რას გვპირდებოდნენ და რა იგეგმებოდა, გადავხედოთ ქრონოგრაფიას:

2016 წლის 28 იანვარი
ლევან კობიაშვილი: "გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...

გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...

კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე".

გია გეგუჩაძე: "ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.

ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?"

2016 წლის 22 მარტი
გია გეგუჩაძე: "ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის".

2016 წლის 12 ივნისი
გია გეგუჩაძე: "მაქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, რადგან ვხედავ დიდ ნიჭს. ახლა ამ ოპტიმიზმის საფუძველი ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის. არის კიდევ ერთი: მწვრთნელი რომ მოდის, ის უმალ ვერ შეცვლის სიტუაციას. ყველაფერს თავისი დრო აქვს..."

2016 წლის 15 ოქტომბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს და არც რთული ხასიათის ბიჭებს. რამდენ გუნდსაც ვწვრთნიდი, ყველგან მყავდა ასეთი რთული ხასიათის ფეხბურთელები. ფეხბურთელის შეფასებისას ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ნიჭი. ამასთან ერთად, ფეხბურთელი თავად უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს და ქვეყანას...

რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, დიახ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაში მასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. მას მე ვაკვირდებოდი ბოლო მატჩებში და მომეწონა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ახლა გაცილებით მეტს მოძრაობს".

2017 წლის 26 იანვარი
გია გეგუჩაძე: "საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო."

2017 წლის 4 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენს ასეთ თამაშს გამართლება არ აქვს. მეტოქემ აშკარად გვაჯობა და პირწმინდად წავაგეთ. პირველი გოლის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ და შეტევები მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა უკვე დიდი სხვაობით ვაგებდით (საქართველო-პოლონეთი 0:3).

2017 წლის 16 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირდებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები".
მკითხველის კომენტარები / 71 /
1) ნაკრებმა მოგების გარეშე ჩაამთავრა შესარჩევი და მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დადო. 2) ასაკობრივი ნაკრები ფარერებთან აგებს. 3) ქართული კლუბები პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ ევრო ტურნირებს ( მოგების გარეშე), ესეც როგორც მახსოვს უპრეცედენტოა ქართული ფეხბურთის ისტორიაშია. 4) 20 მილიონი დაიხარჯა სტადიონის ასაშენებლად რომელიც ბეტონით შემოსაზღვრეთ კრიდის მსგავსად. 5) ფედერაციის პრეზიდენტი შეთავსებით პარლამენტში მუშაობს და გლდანის მაჟორიტარია. ამ ყველაფრის მერე გამოდიხართ და კიდევ გონორზე ხართ. ხო მშვიდობა გაქვთ?! ვიღაც გამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს ამ ყველაფერზე, ჯერ რაც გააკეთეთ ის შეაფასეთ და მომავალზე მერე გველაპარაკეთ.
ლაშა
11 ოქტომბერი 2017 13:39
0
მოკლედ გასაგებია, ქართული ფეხბურთი რომ ასეთ დღეში, ეს კობის და გეგუჩას ბრალია.
არადა მთავრი დამნაშავე უცოდინარობააა. ქართული ფეხბურთი ჩარჩა გასული საუკუნის 70-ან წლებში. ამას ვერ ხვდებით ვერც ჟურნალისტები და ვერც ქომაგები. მწვრNელებზე არა მაქვს ლაპარაკი. ჩვენთან აქცენტი ინდივიდუალიზმზეა, თან ბავშვებში. ყველას ავიწყდება, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. აიღეთ არაბიძე და ხარაიშვილი. ვიღა თამაშობს ეგრე 21-ე საუკუნეში? ამათ ნაკრებში რა უნდათ. თვითონ ნაკრებიც რაღაც ბრიყვულ ფეხბურთს თამაშობს. როგორ გაგვივიდა გოლი სერბეთთან. კონტრშეტევაზე. გეგონება თავზე ვაჯექით. წესით ჩვენ უნდა გაგვეტანა კონტრშეტევებში, მაგრამ იმის გამო რომ ქართველი ბურთს აწვალებს, ფაქტიურად კონტრშეტევა არც გვქონია. რატო ვამახვილებ ყურადღებას? უბრალოდ კონტრშეტევის დროს ჩანს რამდენად გუნდურია გუნდი. თუ ინდივიდუალურია, პასს აგვიანებს, შედეგად იკარგება დრო. მე არც მახსოვს როდის გავიტანეთ კონტრშეტევაში. ეს უბრალო მაგალითია, მაგრამ სუსტი ასეთნაირად თამაშებს იგებს. ხოლო ჩვენ სუსტნი ვართ და შტერნი.
haha
11 ოქტომბერი 2017 16:25
3
ქართველი და კონტრშეტევა? საიდან სადაო :))
ფაშა ძლიერი
11 ოქტომბერი 2017 20:04
0
haha კონტრშეტევა ჯერ უნდა ასწავლო და შემდეგ ავრჯიშო. გეგულება მოქმედი ქართველი მწვრტნელებიდან ვისაც ამის სწავლების კვალიფიკაცია გააჩნია?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ოქტომბერი 2017 09:22
0
იმედია ეყოფა თავმოყვარეობა და წავა სახლში.ხოლო ველოდები კობიაშვილის კომენტარს ეს რისი ბრალი იყო მაინტერესებს. რას დააბრალებს.
იუნაიტედი
11 ოქტომბერი 2017 12:57
1
იმედია ცვენ გულშემატკივრებს არაა
roma
11 ოქტომბერი 2017 13:18
0
ერთი ამიხსენით რა წარმატებული საკლუბო კარიერა ქონდა გეგუჩაძეს? შუშაკის მომზადებული გუნდით გავიდა ევროპის ჯგუფურში იქ ყველა თამაშში გაპარჩაგდა, ზესტაფონში იყო და ევრო ტურნირებში ვერაფერი ქნა, ზესტაფონი მაშინდელი სასტავით თემურ მახარაძემაც უპრობლემოდ გახადა ჩემპიონი. სადაა აქ საკლუბო წარმატება.
sabonis
11 ოქტომბერი 2017 14:33
1
მართალია ესკაცი!!!
ag12
11 ოქტომბერი 2017 14:52
2
ყოველთვის როდესაც ასეთ უსახურ და უგულო ფეხბურთს ვუყურებ მახსენდება ფილმი "პირველი მერცხალი" და პარალელს ვავლებ იმ 11 ლამაზ ფოთელ ბიჭსა და დღევანდელ ჩვენ გაზულუქებულ, ნაპატიებ,ნამუსგარეცხილ 11 ფეხბურთელს რომ ვერ უწოდებ ისეთ ხალხს შორის. პარალელს ვავლებ იმ 11 ფოთელ ბიჭთან, რომლებმაც ინგლისელ მეზღვაურებთან თამაშში წააგეს და გულამოსკვნილი ტიროდნენ, იმიტომ კი არ ტიროდნენ რომ ვაჟკაცობა აკლდათ, არა, იმოტომ ტიროდნენ რომ თავმოყვარეობა ქონდათ, იმიტომ ტიროდნენ რომ ქართველობა მათთვის ღვთისგან ბოძებული სტატუსი იყო, და ბოლოს იმიტომ ტიროდნენ რომ ფეხბურთი უყვარდათ სულმწარედ.მის მერე მსოფლიო ფეხბურთში ბერვმა წყალმა ჩაიარა, ვიცი რომ ფეხბურთს დღეს მარტო გულით ვერ ითამაშებ, რომ ამისათვის საჭირო ჯერ ბავშვთა ფეხბურთი დავაყენოთ ფეხზე, მივხედოთ მწრვთნელთა განათლებას და საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და ა.შ., მაგრამ თუთაშხიას თქმის არ იყოს თუ სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ შენო მეწისქვილეს რომ ეუბნება, ეგ ნაღდი სიტყვებია, და მისი პერაფრაზირებს ფეხბურთისთვის ასე შეიძლება: თუ თავმოყვარეობა და ფეხბურთის დიდი სიყვარული არ გაქვს, ფარერებთანაც ვერ მოიგებ, ვერა!!!
დათო
11 ოქტომბერი 2017 16:16
1
როგორი იმედი მქონდა,რომ კობიაშვილი შეცვლიდა ბევრ რამეს ქართულ ფეხბურთში არადა სრულიად პირიქით მოხდა წინა პერიოდში კლუბები ევროპა ლიგის პლეიოფში გასვლას მაინც ახერხებდნენ დღეს კი პირველივე წრეზე ვვარდებით სანაკრებო დონეზე ისევ კრიზისია საკლუბო დონეზეც ისევ კრიზისია და არც უჩანს პირი გამოსწორების 300 მილიონი იდება ფეხბურთში და ვერც ახალ სტადიონს ვხედავთ ვერსად და ვერც ბაზებს არც კერძო ინვესოტები ჩანს არსად სად მიდის ეს ფული კი გაუგებარია ბიუჯეტის ფული ჩვენი მოქალაქების გადასახადებიდან შეგროვილი ფული მიდის ფეხბურთში და შედეგი არის 0 ჟურნალისტები რისთვის ხართ რატომ არ სვამ კითხვებს ქეცვაიას რომ ბომბავდით შეკითხვებით და სიჭინავას ეხლა ხმას რატომ არ იღებთ უკეთესი სიტუაცია დღეს თუ გამოსწორდა რამე რამ დაგადუმათ?
daTo
11 ოქტომბერი 2017 14:33
1
ყოჩაღ, კობიაშვილო შენ მოუღე ბოლო მომაკვდავ ქართულ ფეხბურთს, აბა შენ იცი, ეხლა პარლამენტში ეკონომიკას მიხედე, იმედია ეგ საქმეც გესმის
ზაზ
11 ოქტომბერი 2017 20:59
2
ss ამბობ ფეხბურთის თამაში არ იციანო და არ ამბობ მწვრთნელების ლიცენზირებას ფედერაცია რომ ატარებს და რა განათლებასაც იღებენ იმ ფეხბურთს ასწავლიან.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ოქტომბერი 2017 09:11
0
რა შუაშია კობიაშვილი,ფეხბურთის თამაში არ იციან არაა,ვინც გინდა ის მოუყვანე აზრი არა აქვს არაა.
ss
11 ოქტომბერი 2017 23:47
17
სირცხვილია როდესაც სახელწიფოს აქვს მიდგომა, ფეხბურთი დაფინანსდეს 300 მილინამდე და ქვეყნის თავდაცვა 680 მილიონით>. ფეხბურთში რამდენი მილიონიც არ უნდა ჩავდოთ არ განვითარდება სანამ მწვრთნელების გადამზადება არ მოხდება და ბავშვთა ფეხბურთი არ განვითარდება,უსახსრობის გამო გაჭირვებული ოჯახის ბავშვები ვერ იხდიან გადასახადება.
გიორგი
11 ოქტომბერი 2017 17:23
1
წლიური და 6 წლიანი პროგრამა კი უნდა განვასხვაოთ...
ნუ ეგენი რომ ამხელა დაფინანსებას წყალში ყრიან ეგ სხვა თემაა
დავითი
11 ოქტომბერი 2017 22:40
0
ჩემი აზრით პრობლემა აღზრდაშია, არც რაგბისტებს ქონდათ უკეთესი ინფრასტრუქტურა, თუნდაც სამედიცინო მომსახურება და თუნდაც მაღალი კვალიფიკაციის მწრვთნელები, მაგრამ ქონდათ სწორი მორალური მიდგომა, აბა ნახეთ ერთი ბავშვებს როგორ უხსნიან ერთად როგორ უნდა იდგნენ, სამშობლო როგორ უნდა უყვარდეთ და ასე შემდეგ. რომელი რაგბის მწვრთნელი იკადრებს ხაჩაპურზე "სასტავში" დაყენებას.. ხოდა, ნაკრების თამაშზე თავის დამზოგავი რაგბისტი მე არ მინახავს...
zviads
11 ოქტომბერი 2017 13:44
1
მართალი ხარ ზვიად ,მაგრამ მანდ ერთი გარემოებაა.რაგბის ვერ ითამაშებ თუ ძარღვების დაწყვეტამდე არ დაატანე თავს ძალა,აქ მხოლოდ მოწოდებით თუ წავა კაცი და არც ერთი ფულიანი მამა არ გაუშვებს თავის ნიავ დაუკვრელ პირმშოს რაგბიში.ფეხბურთი კე სხვა საქმეა,გაცილებით ადვილი საქმე ჰგონიათ ფეხბურთელობა და ჩაწყობაც გაცილებით იოლია.საქართველოში ფეხბურთი ხომ ათწლეულებია ჭაობათაა ქცეული,აქ ყველა დუმს და ყველა ჭამს.ხანდახან თითქოს ცდილობენ ცოტა ჰაერის გასუფთავებას,მაგრამ ჭაობი ჭაობია და მაინც ყარს.რაგბი კი თავიდანვე გულშემატკივარმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს და ჯერჯერობით ისევ ასეთი ხალხის ხელმძღვანელობით ვითარდება.აქ ჯერ ისევ სუფთაა ხალხი.
სოსო
11 ოქტომბერი 2017 17:15
0
რა სირცხვილზე და ნამუსზეა საუბარი როცა საქმე ეხება კობიაშვილს და ფედერაციას.
ვაისმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და გამოდის კობიაშვილი კმაყოფილი ვარო იძახის. და ეს ყველაფდერი თავისი გუნდელის და კოლეგის - ცხადაძის სამარცხვინო გაგდების ფონზე.
lashamax
11 ოქტომბერი 2017 14:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული