რუსეთის ნაკრების კაპიტნის უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის რესპუბლიკის თასის ფინალში, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის 17-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, ფეხბურთისთვის შეუფერებელი და უსიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა.

- U17. საქართველო-რუსეთი 1:1 (4:5) - ფინალი პენალტებით დავთმეთ [VIDEO]

თერთმეტმეტრიანების სერიის დროს, რუსეთის ნაკრების კაპიტანმა, დარტყმის შესასრულებლად მიმავალ ქართველთა კაპიტანს ხელი გაუწოდა და საპასუხო რეაქციის შემდეგ, ხელის ჩამორთმევა იუარა.

ზურაბ დავითაშვილმა მეტოქეს საკადრისი პასუხი თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს გასცა - დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვოვა პუტინს დაუვალებია :))) ამას დიდებიც აკეთებენ. სხვათა შორის, ყოჩაღ 16 ბიჭს რომ ასეთი რამე მოიფიქრა მეტოქის მწყობრიდან გამოსაყვანად. თქვენისთანა ძალად პატრიოტებისთვის გახდა ეს მომენტი სულ სხვა მიზეზით საინტერესო, თორემ, ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდია.
odala
10 სექტემბერი 2017 13:04
24
ჩვენი კაპიტანი კიდევ ათმაგად მაგარი ბიჭია. უპროფესიონალურესად მოიქცა როცა არც მიაქცია დიდი ყურადღება ამას, მივიდა პენალტის ნიშნულთან და უტექნიკურესად შეუსრულა. ყოჩაღ!!
odala
10 სექტემბერი 2017 16:03
0
რუსი ყველგან აჩვენებს საკუთარ სახეს, რა ყოჩაღ? რეებს წერ? არაკაცობა როდის მერე გახდა საქებარი?! მით უმეტეს ფეხბურთში?! ასეთ ,,ფეხბურთელებს" ნორმალურ ქვეყნებში პრესში გაატარებდნენ ასეთი არაადამიანური საქციელისთვის და გამოაჭენებდნენ პირველ გვერდებზე, ამან კიდე ყოჩაღო
გოგი
10 სექტემბერი 2017 19:25
3
...უნდა ხია სახეში
.....................
09 სექტემბერი 2017 15:56
8
რაღაცა მსგავსს რომ მოელოდა, სწორედ მაგიტომაც მოიქცა ეგრე. სუფთა პროვოკაცია მოუწყო. ყოჩაღ დავითაშვილს, რომ არ აჰყვა.
ზურა
09 სექტემბერი 2017 16:48
0

სიახლეები პოპულარული