U17. საქართველო-ყირგიზეთი 7:1 - დაუნდობლები [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში "ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თასზე" მეორე შეხვედრა ყირგიზეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და კვლავაც დიდი ანგარიშით, 7:1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ტურნირის სასტარტო მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდმა ალბანეთი გაანადგურა - 5:0.

ყირგიზებთან შეხვედრაში ანგარიში ზურაბ დავითაშვილმა გახსნა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა (მე-7, 44-ე პენ, 47-ე). დუბლი მიითვალა ხვიჩა კვარაცხელიამ (14, 29), თითო გოლით კი - გიორგი გულიაშვილმა (54) და გიორგი ლომთაძემ (67) გამოირჩნენ. ყირგიზებმა პრესტიჟის გოლი 11-მეტრიანით გაიტანეს.



საქართველოს ნაკრები A ჯგუფის ბოლო შეხვედრას
7 სექტემბერს, მასპინძლებთან ჩაატარებს, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში კი ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ყირგიზებთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ბახტაძე, აბზიანიძე (ბაქრაძე 41), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი (ლომთაძე 52), შალიკაშვილი (ჯინჭარაძე 52), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), გულიაშვილი, კვარაცხელია (ჯანგველაძე 57).
მკითხველის კომენტარები / 8 /
"ჰეთთრიქი" და კიდევ ათასი სისულელე-რა უბედურეებაა!!! ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე რომ არ იყენებდნენ ამ იდიოტობებს,ვერ გვაგებინებდნენ რისი თქმა უნდოდათ?
0
კარგი იყო,კარგი გუნდია მაგრამ დაუკომპლექტებელი მეჩვენება.სკამი სუსტი გვყავს და ძირითადშიც რამდენიმე გამორჩეულად სუსტი ბავშვია.დაცვას უნდა გაძლიერება და ცენტრში ბურთის დამჭერი არაა არცერთი.ეს თუ გამოსწორდა შეიძლება დიდ მიზნებზე ფიქრი
Svani
17:17 05-09-2017
0
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული