მოტა "იუვენტუსის" ჩაბარებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა "იუვენტუსის" ჩაბარებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის საბოლოო მოლაპარაკებები მომდევნო კვირას გაიმართება.

გამოცემის ინფორმაციით, "ბიანკონერი" იტალიელ სპეციალისტს 2-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით წელიწადში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" მასიმილიანო ალეგრი რამდენიმე დღის წინ დაითხოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული