კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" კვლავ ვერ მოიგო. ეროვნული ლიგის ლიდერმა სამტრედიაში, "კოლხეთთან" წაიფორხილა.

ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით, აუტსაიდერმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ცოტა რომ გამართლებოდა, საენდშპილო მწვავე თამაშის წყალობით შეიძლება მოეგო კიდეც, თუმცა "დინამო" თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთესი იყო და მეტი საგოლე შანსიც ჰქონდა.

კოლხები თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე იგორ ბროვკოს შესანიშნავი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა თბილისელთა სამარქაფოებმა მალევე გამოძერწეს ქულის გადამრჩენი გოლი: ხვიჩა კვარაცხელიამ უზუსტესი პასით გაატანინა ბექა ქავთარაძეს.

16 წლის კვარაცხელიას და მის თანატოლ ზურაბ დავითაშვილს ეს მატჩი არასოდეს დაავიწყდებათ.
"დინამო" თამამად აწინაურებს აკადემიის აღსაზრდელებს. დავითაშვილი, ვინც ვეტერან სულიკო დავითაშვილის ვაჟია, ძირითადში იყო და 11-მეტრიანიც მოიპოვა, კვარაცხელია კი შეცვლაზე შევიდა და მის გარჯაზე უკვე გიამბეთ.

"კოლხეთის" მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი კვლავ შესანიშნავი გახლდათ - მთლიანობაშიც დამაჯერებლად იდგა და ბექა მიქელთაძეს არც პენალტის ნიშნულიდან გაატანინა.

მატჩის სტენოგრამა
11' - შულაიას დარტყმა. სეფიაშვილი ადგილზეა.
13' - მიქელთაძის დარტყმა მახვილი კუთხიდან და ბურთი სცდება ფოთელთა კარს.
29' - შულაიამ ჯერ თავურით სცადა გატანა და ხარიხას მოარტყა, მერე კი ფეხით ურტყამდა, მაგრამ უზუსტოდ.
34' - ჯანელიძის დარტყმულს რევიშვილი ადგილზე დახვდა.
36' - შულაიამ საჯარიმოში "შეუსრიალა" დავითაშვილს, ვინც წააქციეს - პენალტი!
37' - მიქელთაძეს თერთმეტმეტრიანი არ გაატანინა სეფიაშვილმა.
64' - სეფიაშვილი ამჯერად კიტეიშვილის დარტყმულს დახვდა ადგილზე.
73' - ბროვკოს პასის შემდეგ დერებჩინსკის ცოტა დააკლდა გოლამდე.
79' - ბუხაიძის "სტანდარტული". ბურთი ასცდა დინამოელთა კარს.
81' - გოლი! 1:0! ბოლქვაძის გადაცემის შემდეგ ბროვკომ ბურთი მიიღო და ნახევარბრუნში გაიტანა.
82' - გოლი! 1:1! კიტეიშვილმა კვარაცხელიას გადააწოდა, ამან კი ფეხზე დაასვა ბურთი ქავთარაძეს და ანგარიში გათანაბრდა.

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური
29.09. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 ბროვკო (81), 1:1 ქავთარაძე (82)
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - ჟიშკარიანი, კერძევაძე (43. ბროვკო), ვ. კილასონია, კაკულია - ნონდი, ჯანელიძე (76. შალიკაშვილი), ბოლქვაძე, მაჩარია, ბუხაიძე - დერებჩინსკი
სათადარიგოები: შერმადინი, გურეშიძე, ბერაია, ბახია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა, ზარია - შულაია (61. კვარაცხელია), კიტეიშვილი, დავითაშვილი (72. ქავთარაძე) - მიქელთაძე
სათადარიგოები: ლიტოვჩენკო, მიშენკო, ქოჩლაძე, კუცია, ნინუა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ბოლქვაძე (73), კაკულია (86), ბროვკო (90), ბუხაიძე (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
13 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-დილა

14 ოქტომბერი, შაბათი
ტორპედო-შუქურა

15 ოქტომბერი, კვირა
საბურთალო-კოლხეთი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდით ბიჩებო მიაწექიტ და პირველზე დაამთავრეთ და ჩემპიონტა ლიგაზე გადით მთავარია ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშოთ მთავარი მაგ არის იმედია ტორპედოს არ გაუშვებთ 1 ადგილზე და თქვენ არ გახვალთ 2 ზე ჯობია ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლოთ და არა ევროპის ლიგისთვის
gurami1
21:31 06-10-2017
0
ძააან მოიკოჩრა დინამომ ეს თამაში უნდა მოეგო რა იქნება ნეტა ნოემბერსჰი ვინ გავა პირველ ადგილზე ან 2 ზე იმედია დინამო გავა 1 ზე
gurami
20:13 02-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული