ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს.

ჭრიკიშვილი ერთგზის მსოფლიოს, 3-გზის კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ავთანდილმა კარიერაში თითო-თითოჯერ ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ლიპარტელიანის ანგარიშზე კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის სამი ვერცხლის მედალი და სამი ბრინჯაოა.

ვარლამმა ევროპის ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ მოახერხა, 6-ჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

წლევანდელ თბილისის გრანდ-სლემზე ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გაცილების ცერემონია გაიმართება.

23 მარტს წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის გაცილების ღონისძიება ჩატარდება, ხოლო
24 მარტს, ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის - ვარლამ ლიპარტელიანის.

მოდით, თბილისის გრანდ-სლემზე ერთად გავაცილოთ დიდი სპორტიდან ჯუდოს ქართველი ლეგენდები. 

წყარო: ჯუდოს დღიურები


მკითხველის კომენტარები / 16 /
ავთანდილი დიდი ტალანტიიყო და ის ოლიმპიური ოქროს გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. არც მსოფლიოზე ერთი ოქროს მედალია მისი ტალანტის შესაფერისი. მე მის ჭიდაობაში მომწონდა მუდამ შეტევაზე გამიზნულობა, უკან დახევა არ იცოდა, ანუ მე მისი დაღვინებული ჭიდაობა ვერ ვნახე, რამაც ძალიან ცუდი სამსახური გაუწია რიოდეჟანეიროს ოლიმპიადაზე და სადაც ჩემპიონს ველოდით, უმედლოდ დავრჩით. წარმატება ავთანდილს სამოქალაქო ცხოვრებაში და ვუსურვებ იქაც ისეთი კვალი დაეტოვებინოს, როგორიც ძიუდოში დატოვა.
ჟორა გაბრიჭიძე
21:57 19-03-2024
0
პირველი ვერცხლი, რომ მოიპოვა თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე სრულიად ახალგაზრდა ვარლამ ლიპარტელიანმა, მაშინ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მის კარიერაში ყველა უმაღლესი ჯილდო იქნებოდა. არ ვიცი რამ შეუშალა ხელი, მაგრამ იქ სადაც ფონსეკა ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, ვარლამი მსოფლიოსა და ოლიმპიური ოქროს გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. ძიუდოში ალბათ იშვიათია ისეთი ძიუდოისტი, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე სამეულში იყო.უფალს ვთხოვოთ რა ტიტულებიც ვარლამს დააკლდა სპორტში, სამოქალაქო ცხოვრება-მოღვაწეობაში აუნაზღაუროს.
ჟორა გაბრიჭიძე
21:46 19-03-2024
1

სიახლეები პოპულარული