სინდი კროსბი - ისევ ტვინის შერყევა

AutoSharing Option
კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის სიდნი კროსბის კარიერას საფრთხე დაემუქრა.

"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანმა ბოლო წინასასეზონო მატჩი "კოლამბუსის" წინააღმდეგ გამოტოვა, რადგან შეუძლოდ გრძნობდა თავს. ორშაბათს, კროსბიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ტვინის შერყევა გამოავლინა, - იტყობინება ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ჯერჯერობით უცნობია 29 წლის ჰოკეისტის აღდგენის ვადები.

"პიტსბურგი" ახალ სეზონს 14 ოქტომბერს, "ვაშინგტონთან" მატჩით იწყებს და დიდი ალბათობით, კროსბი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პირველი ტვინის შერყევა კროსბიმ 2011 წლის პირველ იანვარს მიიღო "ვაშინგტონთან" მატჩში. ამის შემდეგ, მან მთლიანად გამოტოვა 2010-11 წლების
სეზონი. 2011-12 წლების რეგულარულში, ძველი ტრავის გამოვლინებების გამო, პიტსბურგელმა მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კროსბისთვის 2016 წელი ძალიან იღბლიანია. ივნისში მან "პიტსბურგთან" ერთად სტენლის თასი მოიგო, ცოტა ხნის წინ კი მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა კანადის ნაკრების შემადგენლობაში. სიდნი კარიერაში ყველა დიდ ტიტულს ფლობს - ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ორჯერ სტენლის თასის მფლობელი, თითოჯერ მსოფლიოს ჩემპიონატისა და მსოფლიოს თასის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული