NHL. პლეი ოფი: "მეფეებს" ნარკომანი ჰყოლიათ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კინგზის" ჰოკეისტი ჯარეტ სტოლი ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვაშია ეჭვმიტანილი. კანადელი მოთამაშე ლას ვეგასში დააპატიმრეს და მოგვიანებით, 5 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

პოლიციას ეჭვი აქვს, რომ სტოლი კოკაინსა და სხვა ნარკოტიკებს ლას ვეგასში, MGM Grand Hotel-ის ტერიტორიაზე ინახავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ლოს ანჯელესის" ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ნევადას პოლიციის ანგარიშიდან შევიტყვეთ ჯარედ სტოლთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ. ჩვენი ორგანიზაცია შეწუხებულია მომხდარით და შიდა გამოძიებას იწყებს. იქამდე, სანამ მონაცემების შეგროვებით ვიქნებით დაკავებულნი, კომენტარს არ გავავრცელებთ".

სტოლი "ლოს ანჯელესში" 2008
წლიდან თამაშობს. "კინგზის" რიგებში მან ორჯერ მოიგო სტენლის თასი. პირველი ივლისიდან ჰოკეისტი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

აღმოსავლეთი
აილენდერსი-ვაშინგტონი 2:1 (ო)

0:0, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ოკსოპო-2 (ვიშნოვსკი-2, ბეილი-3), 1:1 ბექსტრიომი-2 (მაიკ გრინი-2, ჯ. უორდი-1), 2:1 ტავარესი-1 (კულემინი-1, ლედი-1).
სერია: 2-1

ოტავა-მონრეალი 1:2 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 მაკარტური-2 (სტოუნი-3, ე. კარლსონი-3), 1:1 ვაისი-1 (პრუსტი-2, ტ. მიტჩელი-1), 1:2 ვაისი-2 (ტ. მიტჩელი-2, ემელინი-1).
სერია: 0-3

დასავლეთი
ჩიკაგო-ნეშვილი 4:2
1:1, 3:1, 0:0
გოლები: 1:0 დეჟარდენი-1 (მარიან ჰოსა-3, ოდუია-1), 1:1 რიბეირო-1 (კ. სმიტი-2), 2:1 ტეივზი-2 (მარიან ჰოსა-4, კიტი-2), 2:2 ეკჰოლმი-1 (ელისი-2, კ. სმიტი-3), 3:2 საადი-1, 4:2 სიბრუკი-1 (ტეივზი-3, შოუ-2).
სერია: 2-1

კალგარი-ვანკუვერი 4:2
2:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ბოლიგი-1 (რეიმონდი-1, ბროდი-1), 1:1 მატიასი-1 (ვრბატა-1, ბონინო-2), 2:1 ბროდი-1 (შლემკო-1, ბეკლუნდი-1), 3:1 ბენეტი-1 (კოლბორნი-1), 4:1 მონეჰანი-1 (გოდრო-2, რასელი-1), 4:2 ჰანსენი-1 (ჰორვატი-2, კენინსი-1).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული