რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრები ფინეთთან მატჩში სსრკ-ის ფორმით წარდგა

AutoSharing Option
რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრები ფინეთთან ევროტურის მატჩში სათამაშოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი ფორმით - წითელ სვიტერზე მსხვილი თეთრი შრიფტით ნაწერი СССР-ით წარდგა.

ამ შემთხვევაში საბჭოეთისადმი რუსების ნოსტალგიასთან საქმე ნაკლებად გვაქვს. შეხვედრა 16 აპრილს, ტამპერეში, არენა "ჰაკამეტსაზე" გაიმართა. ეს სასახლე 50 წლის წინ გაიხსნა და მის ყინულზე პირველი მატჩი სწორედ ფინეთისა და სსრკ-ის ნაკრებებს შორის შედგა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, გუნდებმა შეხვედრის პირველი პერიოდი რეტროსვიტერებში ჩაატარეს.

მატჩი ფინეთის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ფორმა აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსებმა ფინელებს დაანახეს, რომ დიდი რუსი ძმა კვლავ თამაშობს ჰოკეის, რაც ფინელებისთვის ნიშნავს, დიდი პარტიანკიანი ბათინკა კვლავ აქტუალურია ფინელებისთვის.
bioto
15:09 17-04-2015
2

სიახლეები პოპულარული