NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ტამპა ბეი ლაითნინგის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი დაასახელა. "ტამპამ" შვიდ დღეში სამიდან სამი მატჩი მოიგო, სტემკოსის ანგარიშზე კი სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მოდის. ფორვარდი ლიგის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა 17 ქულით (8+9).

"ტორონტო მეიპლ ლივზის" ფორვარდი ფილ კესელი კვირის მეორე ვარსკვლავია. მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 10 დარტყმა შეასრულა და ხუთი გოლი გაიტანა. კესელმა განსაკუთრებით "ანაჰაიმთან" მატჩში გამოიჩინა თავი, როცა კარიერაში მეოთხე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მიმდინარე რეგულარულში კესელი თავისი გუნდის ლიდერია შვიდი
გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით.

რაც შეეხება კვირის მესამე ვარსკვლავს, ეს სტატუსი ერგო "ვანკუვერ კენაქისის" ცენტრალურ თავდამსხმელს რაიან კესლერს. ეს ჰოკეისტი თავის გუნდს შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტასა და ზედიზედ სამი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. გასულ შვიდ დღეში კესლერის მონაგარი ოთხი გოლი და ორი საგოლე პასი იყო. ფორვარდი თავისი გუნდის ლიდერია შვიდი გატანილი შაიბით.

კაროლინა-პიტსბურგი 1:3
1:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 გლასი-2 (მენა-1, ორპიკი-2), 1:1 გერბე-4 (ლიდჰოლმი-1, სიომინი-4), 1:2 კუნიტცი-5 (კროსბი-11, ორპიკი-3), 1:3 მენა-1 (კროსბი-12, ორპიკი-4).

ბაფალო-დალასი 3:4
1:3, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 ფიდლერი-1 (მაკდერმიდი-2, რუსელი-2), 1:1 მოულსონი-7 (ენისი-1, ჰოჯსონი-6), 1:2 გოლიგოსკი-1 (ნიჩუშკინი-2, ჯორდი ბენი-2), 1:3 სეგუინი-5 (ე. კოული-3), 1:4 ჯეიმი ბენი-4 (სეგუინი-7, ე. კოული-4), 2:4 ოტი-2 (გრიგორენკო-1, მიერსი-3), 3:4 მოულსონი-8 (ერჰოფი-4, ენისი-2).

რეინჯერსი-მონრეალი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 პლეკანეცი-6 (ბურნივალი-4, ბ. ჯონტა-4), 0:2 გალჩენიუკი-2 (ელერი-4, გალაჰერი-3).

მინესოტა-ჩიკაგო 1:5
0:1, 1:2, 0:2
გოლები: 0:1 შარპი-2 (მარიან ჰოსა-3, ოდუია-1), 1:1 პომინვილი-7 (გრანლუნდი-8, სტოუნერი-3),1:2 ბრუკბანკი-1 (პ. კეინი-4, პირი-2), 1:3 ლედი-1 (სიბრუკი-5), 1:4 პ. კეინი-7 (საადი-5, პირი-3), 1:5 საადი-3 (კიტი-7, ტეივზი-5).

ვანკუვერი-ვაშინგტონი 3:2
1:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 კასიანი-2 (ჰიგინსი-3, ბიეკსა-6), 1:1 ჩიმერა-4 (მაიკ გრინი-7, შმიდტი-2), 1:2 გრაბოვსკი-5 (ჩიმერა-3, ჯ. უორდი-4), 2:2 კესლერი-8 (დ. სედინი-9, სტენტონი-4), 3:2 დ. სედინი-5 (ჰ. სედინი-14, ტანევი-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული