NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი სოჭს უახლოვდება

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "მინესოტა უაილდის" ფორვარდი ზაკ პარიზე დაასახელა. აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების ახალმა კაპიტანმა 8 ქულა (3+5) დააგროვა და თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ამ მომენტისთვის, პარიზეს ანგარიშზე 42 მატჩში 35 ქულა (18+17) მოდის.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ტორონტოს" თავდამსხმელი ფილ კესელი. მისი კარგი თამაშით, "მეიპლ ლივზმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ატლანტიკის დივიზიონში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კესელმა ამ სამ შეხვედრაში 7 ქულა (3+4) დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ოტავასთან" მატჩში, რომელშიც კარიერაში
მეხუთე ჰეთ-თრიქი შეასრულა. კესელი, რომელიც ასევე ითამაშებს აშშ-ის ნაკრებში სოჭის ოლიმპიადაზე, ლიგის სნაიპერთა დავაში მეორე ადგილზეა ალექს ოვეჩკინის შემდეგ.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "კალგარი ფლეიმზის" ფორვარდს, მიკაელ ბეკლუნდს, რომელმაც სამ მატჩში 6 ქულა (4+2) მიითვალა.

ბაფალო-ედმონტონი 2:3
2:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 პეტრი-4 (იაკუპოვი-11, პერონი-18), 1:1 ოტი-9 (მიერსი-10, ჰოჯსონი-16), 2:1 სტეფორდი-8 (გირგენსონსი-12, მ. უებერი-3), 2:2 შულცი-8 (პერონი-19, ფერენსი-9), 2:3 ჰენდრიქსი-4 (გორდონი-10, მარინცინი-2).

პიტსბურგი-ოტავა 2:1 (ო)
1:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 და კოსტა-3 (კონაჩერი-14, კონდრა-7), 1:1 გიბონსი-3 (მაატა-16, ი. იოკინენი-25), 2:1 ჯ. ნილი-18 (ბორტუცო-5, მალკინი-39).

დეტროიტი-ვანკუვერი 2:0
0:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 აბდელკადერი-7 (ზეტერბერგი-32, ნიკუისტი-10), 2:0 აბდელკადერი-8 (კრონვალი-28).

ნიუ ჯერსი-კოლორადო 1:2 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 რ. კარტერი-5 (ბერნიე-7, ს. ჯონტა-5), 1:1 პარენტო-10 (ბერი-12, ლანდესკოგი-28), 1:2 რ. ო'რაილი-21 (დუშენი-31, მაკინონი-21).

ანაჰაიმი-კოლამბუსი 2:4
0:1, 0:1, 2:2
გოლები: 0:1 იოჰანსენი-23 (ჰორტონი-6, ჯენერი-8), 0:2 უმბერგერი-15 (ვისნიევსკი-29, ლეტესტუ-17), 1:2 მ. პერო-11 (მარუნი-9, სელიანე-13), 1:3 გ. ფოლინო-14 (უმბერგერი-15, ანისიმოვი-13), 1:4 ნ. ფოლინო-15 (ატკინსონი-15, ტიუტინი-20), 2:4 გეტცლაფი-27 (ლინდჰოლმი-14, პენერი-16).

ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 3:5
1:2, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 პ. კეინი-26 (ტეივზი-35, შარპი-28), 0:2 ბიკელი-8 (პ. კეინი-36, შოუ-12), 1:2 დაუტი-8 (ვოინოვი-19, კოპიტარი-28), 2:2 კოპიტარი-17 (ჯ. კარტერი-15, ტოფოლი-9), 2:3 კრუგერი-6 (ლედი-17, ბ. სმიტი-10), 2:4 ლედი-6 (მარიან ჰოსა-25, ვერსტიგი-19), 2:5 პ. კეინი-27 (შარპი-29, ტეივზი-36), 3:5 ტოფოლი-10 (ჯ. კარტერი-16, კოპიტარი-29).

სან ხოსე-ფილადელფია 2:5
2:1, 0:0, 0:4
გოლები: 0:1 შტრაიტი-7 (ჟირუ-36, ჰარტნელი-21), 1:1 ნიეტო-5 (უინგელსი-18, ირვინი-14), 2:1 ნიეტო-6 (ბერნსი-16, ჯ. ტორნტონი-48), 2:2 რიდი-15 (დაუნი-18, კუტურიე-17), 2:3 რაფლი-6 (გუსტაფსონი-8, ა. ჰოლი-2), 2:4 ჟირუ-18, 2:5 ვორაჩეკი-15 (ჟირუ-37, ჰარტნელი-22).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ბოსტონი 54 35 16 3 73
2. ტამპა ბეი 55 32 18 5 69
3. ტორონტო 57 30 21 6 66
4. მონრეალი 56 29 21 6 64
5. დეტროიტი 56 25 19 12 62
6. ოტავა 56 24 21 11 59
7. ფლორიდა 55 21 27 7 49
8. ბაფალო 55 15 32 8 38

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 56 39 15 2 80
2. რეინჯერსი 56 30 23 3 63
3. კოლამბუსი 56 29 23 4 62
4. ფილადელფია 57 28 23 6 62
5. კაროლინა 54 25 20 9 59
6. ვაშინგტონი 56 25 22 9 59
7. ნიუ ჯერსი 57 23 21 13 59
8. აილენდერსი 57 21 28 8 50

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო 58 34 10 14 82
2. სტ. ლუისი 54 37 12 5 79
3. კოლორადო 55 36 14 5 77
4. მინესოტა 57 29 21 7 65
5. დალასი 55 25 21 9 59
6. ნეშვილი 57 25 23 9 59
7. ვინიპეგი 57 27 25 5 59

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ანაჰაიმი 58 40 13 5 85
2. სან ხოსე 57 35 16 6 76
3. ლოს ანჯელესი 58 30 22 6 66
4. ვანკუვერი 57 27 21 9 63
5. ფინიქსი 55 26 19 10 62
6. კალგარი 55 21 27 7 49
7. ედმონტონი 58 19 33 6 44

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 75 (27+48)
რაიან გეტცლაფი (ანა) 64 (27+37)
ჯონ ტავარესი (აილ) 64 (23+41)
პატრიკ კეინი (ჩიკ) 63 (27+36)
ფილ კესელი (ტორ) 61 (30+31)
კორი პერი (ანა) 59 (29+30)
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 58 (39+19)
კაილ ოკსოპო (აილ) 58 (24+34)
პატრიკ შარპი (ჩიკ) 57 (28+29)
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 56 (8+48)

გოლები
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 39
ფილ კესელი (ტორ) 30
კორი პერი (ანა) 29
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 29
პატრიკ შარპი (ჩიკ) 28
რაიან გეტცლაფი (ანა) 27
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 27
სიდნი კროსბი (პიტ) 27
პატრიკ კეინი (ჩიკ) 27
კრის კუნიტცი (პიტ) 27

პასები
სიდნი კროსბი (პიტ) 48
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 48
დანკან კიტი (ჩიკ) 45
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 42
ჯონ ტავარესი (აილ) 41
ევგენი მალკინი (პიტ) 39
ერიკ კარლსონი (ოტა) 38
კლოდ ჟირუ (ფილ) 37
რაიან გეტცლაფი (ანა) 37


სტემკოსი სოჭს უახლოვდება
კანადური ჰოკეის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი სტივენ სტემკოსი სოჭის ოლიმპიადამდე აპირებს ყინულზე გასვლას. ფორვარდი გეგმავს შაბათს, "დეტროიტთან" რეგულარული ჩემპიონატის მატჩში თამაშს და ეს იქნება მისი გუნდისთვის - "ტამპა ბეისთვის" ბოლო შეხვედრა ოლიმპიადით გამოწვეულ პაუზამდე. ამ შეხვედრას სტემკოსი საკონტროლო მატჩად განიხილავს და გაარკვევს, რამდენად არის მზად ზამთრის თამაშებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კანადელმა 11 ნოემბერს, "ბოსტონთან" მატჩში მოიტეხა ფეხი. ამ სეზონში მისი მონაგარი 17 მატჩში დაგროვებული 23 ქულაა (14+9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული