NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დასახელდა "დეტროიტ რედ უინგზის" მეკარე იონას გუსტაფსონი.

ის "წითელი ფრთების" სათადარიგო გოლკიპერი გახლავთ და სეზონში დებიუტი სწორედ გასულ კვირას ჰქონდა. გუსტაფსონმა სამჯერ დაიცვა "დეტროიტის" კარი და სამივე მოიგო. შვედი ამ შეხვედრებში საშუალოდ 1.67 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.3 პროცენტს იგერიებდა. გუსტაფსონმა 28, 36 და 38 დარტყმა უკუაგდო "ბოსტონთან", "კოლამბუსთან" და "კოლორადოსთან" მატჩებში.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ, რომელიც ზედიზედ რვა თამაშია უქულოდ არ ტოვებს მოედანს. მან სამ შეხვედრაში 8 ქულა (2+6) დააგროვა,
რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. კროსბი ლიდერობს ჩემპიონატს ქულების რაოდენობით - 17 (7+10) და პირველ ადგილებს იყოფს გოლებისა და ქულების რიცხვით.

კვირის მესამე ვარსკვლავი გახდა "სან ხოსეს" ფორვარდი პატრიკ მარლო, რომელიც ასევე ზედიზედ რვა მატჩში აგროვებდა ქულებს. წინა კვირას მისი მონაგარი სამი გოლი და სამი შედეგიანი პასი იყო.

პიტსბურგი-კოლორადო 0:1
0:0, 0:1, 0:0
გოლი: 0:1 ლანდესკოგი-3 (რ. უილსონი-2, სერიჩი-1).

დეტროიტი-სან ხოსე 0:1 (ბ)
0:0, 0:0, 0:0, 0:0
ბულიტები გაიტანეს: კუტური (სან ხოსე).

ლოს ანჯელესი-კალგარი 2:3
1:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 დაუტი-3 (დ. ბრაუნი-1, ჯასტინ უილიამსი-2), 1:1 კამალერი-1 (ჰუდლერი-6, ჯორდანო-6), 1:2 მონეჰანი-6 (კამალერი-1, ჯორდანო-7), 2:2 ჯ. კარტერი-5 (მ. რიჩარდსი-6), 2:3 ბროდი-1 (ჰუდლერი-7, სტემპნიაკი-5).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. დეტროიტი 10 6 3 1 13
2. ტორონტო 9 6 3 0 12
3. ბოსტონი 7 5 2 0 10
4. მონრეალი 8 5 3 0 10
5. ტამპა ბეი 8 5 3 0 10
6. ოტავა 8 3 3 2 8
7. ფლორიდა 9 3 6 0 6
8. ბაფალო 10 1 8 1 3

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 9 7 2 0 14
2. კაროლინა 9 4 2 3 11
3. აილენდერსი 8 3 3 2 8
4. კოლამბუსი 8 3 5 0 6
5. ვაშინგტონი 8 3 5 0 6
6. ნიუ ჯერსი 8 1 4 3 5
7. რეინჯერსი 7 2 5 0 4
8. ფილადელფია 8 1 7 0 2

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. კოლორადო 9 8 1 0 16
2. ჩიკაგო 8 5 1 2 12
3. სტ. ლუისი 7 5 1 1 11
5. ნეშვილი 9 5 3 1 11
4. მინესოტა 9 3 3 3 9
6. ვინიპეგი 9 4 5 0 8
7. დალასი 8 3 5 0 6

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. სან ხოსე 9 8 0 1 17
2. ანაჰაიმი 8 7 1 0 14
3. ფინიქსი 9 5 2 2 12
4. ლოს ანჯელესი 10 6 4 0 12
5. ვანკუვერი 10 5 4 1 11
6. კალგარი 8 4 2 2 10
7. ედმონტონი 9 2 6 1 5

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 17 (7+10)
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 12 (3+9)
ჰენრიკ სედინი (ვან) 12 (2+10)
პატრიკ მარლო (ს-ხოს) 11 (7+4)
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 11 (7+4)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 11 (6+5)
პაველ დაციუკი (დეტ) 11 (5+6)
ლოგან კუტური (ს-ხოს) 11 (4+7)
ირჟი ჰუდლერი (კალ) 11 (4+7)
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 11 (1+10)

გოლები
სიდნი კროსბი (პიტ) 7
ტომაშ ჰერტლი (ს-ხოს) 7
პატრიკ მარლო (ს-ხოს) 7
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 7
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 7
დევიდ ბექსი (ს-ლუი) 6
მეტ დუშენი (კოლ) 6
შონ მონეჰანი (კალ) 6
ჯოფრი ლუპული (ტორ) 6
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 6

პასები
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 10
ჰენრიკ სედინი (ვან) 10
სიდნი კროსბი (პიტ) 10
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 9
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 8
ჯეიმი ბენი (დალ 8
ანჟე კოპიტარი (ლ-ანჯ) 8
დანიელ ალფრედსონი (დეტ) 8
მარკ არკობელო (ედმ) 8
პი კეი საბენი (მონ) 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წაგება 41 სეივის მიუხედავად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული