NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დასახელდა "სან ხოსე შარქსის" 19 წლის ფორვარდი ტომაშ ჰერტლი, რომელმაც კვირა იმით დაიწყო, რომ "რეინჯერსთან" 9:2 მოგებულ შეხვედრაში ოთხი შაიბა გაიტანა.

აქამდე უფრო ახალგაზრდა ასაკში პოკერი მხოლოდ სამ ჰოკეისტს ჰქონდა შესრულებული. სულ ჩეხი ჰოკეისტის მონაგარი სამ მატჩში ხუთი გოლი იყო. ამ მომენტისთვის ჰერტლი ლიგის ლიდერია გატანილი გოლების რაოდენობით - შვიდი, ხოლო რვა ქულით (7+1) საუკეთესოა დებიუტანტებს შორის.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი "კოლორადოს" მეკარეებმა - სემიონ ვარლამოვმა და ჟან-სებასტიან ჟიგერმა გაიყვეს. მათ ჯამში სამი მატჩი მოიგეს, "კოლორადოს" კი
თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი გამოუვიდა (ხუთიდან ხუთი მოგება).

ვარლამოვმა ორი მოგება ჩაიწერა აქტივში. ის საშუალოდ ერთ შაიბას უშვებდა მატჩში და მეტოქეთა დარტყმების 97.1 პროცენტს იგერიებდა. ჟიგერს კი დებიუტი ჰქონდა სეზონში "ბოსტონის" წინააღმდეგ მატჩში. მან 39 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 37-ე შათაუტი შეასრულა.

მესამე ვარსკვლავი გახდა "პიტსბურგის" ფორვარდი სიდნი კროსბი, რომელმაც სამ მატჩში შვიდი ქულა (3+4) დააგროვა. "პინგვინების" კაპიტანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ტამპა ბეისთან" მატჩში, როცა კარიერაში მერვე ჰეთ თრიქი შეასრულა. კროსბის სეზონის ხუთ მატჩში 9 ქულა (5+4) აქვს და ლიდერობს ბომბარდირთა დავაში.

ბოსტონი-დეტროიტი 2:3
1:1, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 ზეტერბერგი-5 (დაციუკი-4), 1:1 ლ. ერიქსონი-2 (ბოიჩაკი-3, რ. სმიტი-3), 1:2 ვაისი-2 (ფრანცენი-3, ლაშოფი-1), 1:3 ქლირი-1 (ალფრედსონი-5, ჟ. ანდერსონი-1), 2:3 ლუჩიჩი-3 (საიდენბერგი-1, კრეიჩი-4).

ვაშინგტონი-ედმონტონი 4:2
1:1, 3:0, 0:1
გოლები: 0:1 გორდონი-4 (შულცი-4), 1:1 ლეიჩი-1 (ოლეკსი-2), 2:1 ჯ. უორდი-1 (ბექსტრიომი-5, ოვეჩკინი-3), 3:1 ოვეჩკინი-6 (იოჰანსონი-5, ბექსტრიომი-6), 4:1 ბროუერი-1 (გრაბოვსკი-3, ბექსტრიომი-7), 4:2 ექტონი-1 (პეტრი-1, პერონი-4).

ბაფალო-მინესოტა 1:2
0:1, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 ბროძიაკი-1 (კუკი-3, ბროდინი-3), 1:1 ფლინი-1 (გირგენსონსი-1), 1:2 პომინვილი-2 (მ. კოივუ-4, სპარჯონი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ზვიგენებში" ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული