პიროვნება, რომელიც სლოვენიელ მოთხილამურე ტინა მაზეს მოკვლით ემუქრებოდა, დაიჭირეს

AutoSharing Option
გერმანიის პოლიციამ დააკავა ის ადამიანი, რომელმაც სასიკვდილო მუქარის წერილი გაუგზავნა მსოფლიოს წლევანდელი თასის ლაურეატს, სლოვენიელ ტინა მაზეს.

ეს წერილი მოთხილამურემ 2 მარტს, გერმანიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში მიიღო, სადაც მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი იმართებოდა.

მაშინ მაზეს უსაფრთხოებას გერმანიის პოლიცია იცავდა და მომდევნო დღეს სლოვენიელმა მეოთხე ადგილი დაიკავა სუპერგიგანტში.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, მაზეს მუქარის წერილი გაუგზავნა 35 წლის მამაკაცმა, რომლის სახელსა და გვარს არ ახმაურებენ.

დაკავებულს არანაირი ნიშანი არ ეტყობა იმისა, რომ ის სპორტსმენის მოკვლას აპირებდა, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც აღიძრა სისხლის
სამართლის საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები: ჩემპიონი ტრასაზე გაუსვლელად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული