სამთო თხილამურები: ჩემპიონი ტრასაზე გაუსვლელად

AutoSharing Option
უცნაური ფინალი აქვს სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის 2012-13 წლების სეზონს. შვეიცარიის კურორტ ლენზერჰაიდში იმართება დასკვნითი ეტაპი, რომელიც ყველა დისციპლინაში სტარტს ითვალისწინებს, მაგრამ გავიდა ორი დღე და ნისლის გამო ოთხი სტარტი გაუქმდა - სწრაფდაშვება და გიგანტური სლალომი კაცებსა და ქალებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხილამურეები სტარტზე არ გასულან, ამ ორ დღეში ბევრი რამის გარკვევა მოხერხდა. ყველაზე მეტად არ გაუმართლა ქალთა სეზონის ლიდერ ტინა მაზეს. სლოვენიელი ვერ დააფიქსირებს სამთო თხილამურების ისტორიაში უნიკალურ შედეგს - ვერ მოიგებს ყველა დისციპლინაში ბროლის გლობუსს. სწრაფდაშვებაში ის
ერთ ქულას აგებდა ამერიკელ ლინდსი ვონთან, რომელმაც ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია, დაასრულა სეზონი. ბუნებრივია, სლოვენიელს არ გაუჭირდებოდა ამერიკელის გასწრება, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ რბოლის გაუქმებით ვონი სწრაფდაშვების ლაურეატი გახდა. კაცებს შორის ამ დისციპინაში ბროლის მცირე გლობუსი მოიგო ნორვეგიელმა აქსელ ლუნდ სვინდალმა.

სუპერგიგანტის გაუქმებამ კი, პრაქტიკულად, დაასრულა სეზონი მამაკაცებს შორის - გენერალურ კლასიფიკაციაში მიუღწეველი გახდა ავსტრიელი მარსელ ჰირშერი. ის 149 ქულით უსწრებს სვინდალს, სეზონის დამთავრებამდე კი ორი სტარტია დარჩენილი - გიგანტური სლალომი და სლალომი, სადაც გამოსვლას არ აპირებს ნორვეგიელი მოთხილამურე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰირშერი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი.

გიგანტური სლალომის ჩათვლა კი სვინდალმა მოიგო. ასე რომ, მას ორი მცირე გლობუსი დაუგროვდა. ქალებში ეს დისციპლინა ტინა მაზეს გამარჯვებით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები: ახალი ისტორია სლოვენიელისგან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული