რუსების პოდიუმი

AutoSharing Option
შეფილდში მიმდინარეობს ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი, სადაც მედლების პირველი კომპლექტი გაითამაშეს სპორტულმა წყვილებმა. ამ დისციპლინაში დომინირებდნენ რუსები - პოდიუმის სამივე საფეხური ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

პირველობა დიდი უპიტარესობით მოიგეს ტატიანა ვოლოსაჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა. ეს წყვილი ერთადერთი იყო, რომელმაც საერთო ჯამში ორასზე მეტი ქულა დააგროვა (210,54). ჩემპიონებს დიდი მანძილით ჩამორჩნენ ვერა ბაზაროვა და იური ლარიონოვი და ბრინჯაოს პრიზიორები - ქსენია სტოლბოვა და ფიოდორ კლიმოვი.

რუსების დომინირება იმითაც არის გამოწვეული, რომ შეფილდში ვერ გამოვიდნენ მსოფლიოსა
და ევროპის ჩემპიონები - ალიონა სავჩენკო და რობინ შოლკოვი. გერმანულ წყვილში ტრავმა მიიღო სავჩენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული