გედევანიშვილის მეხუთე ადგილი ტოკიოში

AutoSharing Option
ტოკიოში NHK-ს თასზე, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს გრან პრის ეტაპიცაა, ელენე გედევანიშვილმა საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია გრან-პრიზე. გასულ თვეში "სკეიტ ამერიკაზე" ელენე მე-7 იყო, პროგრესი ჩანს, თუმცა გრან-პრის ფინალურ ეტაპზე ჩვენებური რომ ვერ მოხვდება, ცხადზე ცხადია.

თავისუფალი პროგრამის წინ ქართველი მოციგურავე მე-4 ადგილზე იყო. პროგრამისთვის მან 103,07 ქულა მიიღო, რაც 10 მონაწილეს შორის მე-6 შედეგია. ორივე დისციპლინის ჯამში ელენემ წინ ამერიკელი ეშლი ვაგნერი გაუშვა.

გრან პრი მასპინძელმა აკიკო სუზუკიმ მოიგო
- 185,98 ქულით. მეორე ადგილზეც იაპონელია - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაო ასადა (184,19). პოდიუმზე შედგა რუსი ალიონა ლეონოვა (170,68). გედევანიშვილმა 160,44 ქულა დააგროვა, 5 ქულით ნაკლები, ვიდრე მე-4 ადგილზე გასულმა ვაგნერმა. ქართველმა თითქმის სამი ქულით გაუსწრო ფინელ კიირა კორპის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული