ელენე გედევანიშვილმა სეზონი 914 ქულით 23-ე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
ფიგურულ ციგურაობაში მორიგი სეზონი დასრულდა და სრიალის საერთაშორისო კავშირმა (ISU) სეზონის რეიტინგი გამოაქვეყნა.

ელენე გედევანიშვილმა სეზონი 914 ქულით 23-ე ადგილზე დაასრულა. აქედან ქულების უდიდესი ნაწილი ჩვენმა 21 წლის თანამემამულემ მოსკოვის მსოფლიოს ჩემპიონატში მე-10 ადგილისთვის მიიღო (465).

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ელენე ევროპის პირველობაზე მე-8 ადგილზე გავიდა. სეზონის რეიტინგში პირველი ადგილი იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა დაიბევა, რომელმაც 2342 ქულას მოუყარა თავი, მეორე ადგილზე მსოფლიოს ჩემპიონი მიკი ანდო (იაპონია) გავიდა - 2125 ქულა, მესამეზე კი ამერიკელი ალისია შჩისნი - 1987. ყინულზე ცეკვებში სეზონი
რეიტინგში 32-ე ადგილზე დაასრულა ქართულმა წყვილმა (ელისონ რიდი, ოთარ ჯაფარიძე) - 607 ქულა.

ISU-ს მსოფლიოს რეიტინგში, რომელიც ბოლო სამი სეზონის მიხედვით დგინდება, ელენე გედევანიშვილი 2345 ქულით მე-15 ადგილზეა. აქაც კაროლინა კოსტნერია პირველი - 4341, მეორე ოლიმპიური ჩემპიონი, კორეელი იუნა კიმია (4264), მესამე - მიკი ანდო (4120).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული