გედევანიშვილი მსოფლიოს ათეულში [+VIDEO]

AutoSharing Option
ელენე გედევანიშვილმა მოსკოვში მიმდინარე ფიგურისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეჯიბრში მეათე ადგილი დაიკავა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი დასკვნით სეგმენტში უკეთ გაისარჯა, ვიდრე შესარჩევ ეტაპის მოკლე პროგრამაში, სადაც მეთხუთმეტე შედეგი აჩვენა. ელენემ საბოლოო ჯამში 104,63 ქულას მოუყარა თავი.

პირველობაზე ქალთა ტურნირის გამარჯვებული ჩინელი მიკი ანდო გახდა (130.21). მას კორეელი იუნა კიმი (128.59) და იტალიელი კაროლინ კოსტნერი (124.93) ჩამორჩნენ.

დღეს საღამოს ყინულზე ცეკვის დასკვნით სეგმენტში ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის წყვილი გამოვა, რომელმაც პირველობის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა გუშინ შეძლო. ჩვენებურები ყინულზე მეხუთე ნომრად
გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული