ახალი ვარსკვლავის დაბადება

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებმა გაითამაშეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა კანადელმა პატრიკ ჩანმა მოიპოვა.

მან გამარჯვებაზე პრეტენზია ჯერ კიდევ წინა დღეს, მოკლე პროგრამის შესრულებისას განაცხადა. ახალმა ვარსკვლავმა სარეკორდო - 93.02 ქულა მოიპოვა. ასევე მსოფლიოს ახალი რეკორდია გუშინ თავისუფალ პროგრამაში დაფიქსირებული შედეგი - 187,96 ქულა.

ჩანმა ჯამში 280.98 ქულა დააგროვა და დიდი სხვაობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ იაპონელ ტაკაჰირო კოძუკეს - მისი შედეგი იყო 258.41 ქულა. მესამე ადგილზე მასპინძელი მოციგურავე არტურ გაჩინსკი გავიდა.

იაპონელი ნობუნარი ოდა, რომელიც მოკლე
პროგრამის შემდეგ მეორე იყო, მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა. ტიტული დაკარგა შარშანდელმა ჩემპიონმა, კიდევ ერთმა იაპონელმა დაისუკე ტაკაჰაშიმ. ისიც საპრიზო სამეულის მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ციგურების გაუმართაობის გამო შეწყვიტა თავისუფალი პროგრამა და ხელმეორედ მოუწია თავისი პროგრამის შესრულება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული