ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, პეტრიაშვილი - პრიზიორი! [VIDEO]

AutoSharing Option
12 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ლას ვეგასის ხალიჩაზე თავისფალის სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი 50-70-74-125 წონის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა (125) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლებთან ერთად საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეძლო.

ამრიგად, სულ ქართველი ფალავნების ანგარიშზე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული  და 4 მედალია - ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო. ამასთან, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის 4 ლიცენზია.

წინა დღეს ბრინჯაოს მფლობელი თავისუფალის სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი (86) გახდა, რიოში გამოსვლის
უფლება კი მასთან ერთად მეხუთეზე გასულმა ელიზბარ ოდიკაძემაც (97) მიიღო.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთაგან ბრინჯაოს მედალი მხოლოდ ლაშა გობაძემ (80) მოიპოვა, თუმცა ამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ლიცენზია არ გაიცემა.

* * *
ხინჩეგაშვილმა ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო, იტალიელი სალვატორე მანინო 10-0, ბულგარელი გიორგი ვანგელოვი 6-1, ყაზახი არტას სანაა 7-2, ნახევარინალში კი მონღოლი ბეხბაიარ ერდენბატი 10-2 დაამარცხა, ფინალში ქართველის მეტოქე ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ხასან რახიმი იყო რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე მოპოვებული ქულების წყალობით 5-4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
იხილეთ ფინალური შეხვედრის ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ დაჯილდოვების ვიდეო
Sportall.Ge

გენო პეტრიაშვილმა პირველ წრეში კანადელი კორეი იარვისი 10-0 დაამარცხა, მომდევნო შეხვედრაში კი თავის პრინციპულ მეტოქესთან უკრაინელ ალენ ზასეევთან 0-8-ს აგებდა, თუმცა შეძლო შეხვედრის შემოტრიალება და 16-8 დაამარცხა.

Sportall.Ge

მეოთხედფინალიც ანალოგიურათ წარიმართა როცა ყახაზ აიალინ ლაზარევთან 5-10-ს აგებთა თუმცა აქაც გამოიჩინა მებრძოლი ხასიათ და მეტოქეს 16-12 მოუგო, ნახევარინალში კი აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვთან დამარცხდა 0-10, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში გენონ მონღოლი ჩულუუნბატ იარგალსაიხანი 3 წუთსა და 18 წამში 11-0 დაამარცხა მსოფლიოს ჩემპონატზე ბრინჯაოს მეორედ დაეუფლა.

დღესვე ხალიჩაზე დავით ტლაშაძე (70) და ჯუმბერ ყველაშვილი გამოვიდნენ (74), თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

ტლაშაძემ ეგვიპტელი ხალილ იბრაჰიმი 14-7, ავსტრალიელი მოსტაფა რეზაეიფარი 10-0 და იაპონელი ტაკაფუმი კოჯიმა 5-3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად დამარცხდა მომავალ ფინალისტ ირანელ ჰასან იაზდანიჩარატთან 0-6 და დამამშვიდებელში გადაერთო, სადაც ბულგარელ მიროსლავ კიროვთან 2-6 დათმო შეხვედრა და გამოეთიშა ასპარეზობას.

ყველაშვილმა თავდაპირველად ბულგარელი გიორგი ივანოვი 5-4 დაამარცხა, მომდევნო წრეში მექსიკელ კრისტიან ფლორესს მოუგო 10-0, მერვედინალში კი ირანელ ალირეზა გასემისთან დამარცხდა 2-3. ირანელი მომდევნო წრეში მომავალ ფინალისტ ამერიკელ ჯორდან ბაროუზთან დამარცხდა 0-5 და ყველაშვილმაც დაასრულა ასპარეზობა.

მომზადებულია wrestling.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლადო გილოცავ! და სრულიათ საქართელოს! ლადო ქართველი ლომია!!
kikola
14:17 13-09-2015
0
გილოცავთ ყველას,,ნამდვილად დიდი წარმატებაა...
rs.ge
10:37 13-09-2015
0

სიახლეები პოპულარული