ზედიზედ მეოთხე მოგებით ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი დაიბევა

AutoSharing Option
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდებულად ასპარეზობს კუნძულ კიუშუს ბაშოზე. მან ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო - ამჯერად, იჩინოჯო დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე სამი დღით ადრე დაიბევა დადებითი ბალანსი.

8 გამარჯვებით ჩვენებურმა უკვე დაიბევა წინსვლა რეიტინგში, მაგრამ ამ სამ დღეში მას მეტის მიღწევა შეუძლია. ოღონდ ამოცანა უფრო გართულდა - მისი მომდევნო მეტოქე იმპერატორის თასისთვის იბრძვის, ოძეკი კისენოსატო 12-დან 10 ორთაბრძოლის მოგებით იწონებს თავს. ურთიერთშეხვედრებში 16:7-ია იაპონელის სასარგებლოდ.

ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მან ჩიოშომა დაამარცხა და ბალანსი 6-6 გაუხდა. დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან
ქართველმა ორი უნდა მოიგოს. შემდეგი მეტოქე ტაკანოივაა.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტერუნოფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), გოეიდო-ენდო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-იჩინოჯო (იორიკირი), გაგამარუ-ჩიოშომა (იორიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: კაკურიუ (იოკოძუნა)
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), იშიურა (მაეგაშირა 15)... 8-4: ტოჩინოშინი (მ 6)... 6-6: გაგამარუ (მ 16).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-კაკურიუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, ტერუნოფუჯი-ტამავაში, გაგამარუ-ტაკანოივა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველდღე გიყურებთ და ძალიან
მახარებს თქვენი თითოეული გამარჯვება. ერთი ქართული გამამხნევებელი შეძახილი მაინც თუ გაგიგონიათ როდისმე ბიჭებო? რამდენჯერ მინატრია. დიდი
მადლობა ყველაფრისათვის, გაიხარეთ!



ვეტერანი
21:10 24-11-2016
0

სიახლეები პოპულარული