სუმო. კიუშუს ბაშო. 13-27 ნოემბერი: გამარჯვებები ორი მძლავრი ოშიდაშით

AutoSharing Option
კიუშუს ბაშოს მესამე დღეს, როგორც იქნა, იმარჯვეს ქართველმა სუმოისტებმა. მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მძლავრი ოშიდაშით იმარჯვა ჩიონოკუნისთან. მოიგო მე-16 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), ვინც ჩიოტაირიუ დაამარცხა.

ორივე ჩვენებურს წლის უკანასკნელ ბაშოზე 1-2 ბალანსი აქვს. ტოჩინოშინი ახლა კოტოიუკის შეხვდება, ხოლო გაგამარუ - დაიშომარუს.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაისეი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (უვატენაგე), კაკურიუ-აოიამა (იორიკირი), ტამავაში-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი), გოეიდო-იოშიკაძე (ცუკიოტოში), ენდო-კისენოსატო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ჩიონოკუნი (ოშიდაში), გაგამარუ-ჩიოტაირიუ (ოშიდაში).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-აოიამა, კაკურიუ-კაისეი, ჰაკუჰო-ტამავაში, ტერუნოფუჯი-შოდაი, გოეიდო-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-კოტოიუკი, გაგამარუ-დაიშომარუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული