ლევან გორგაძემ დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო უნდა დაამარცხოს

AutoSharing Option
იმისთვის, რომ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) განაგრძოს სეკივაკეს ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, აუცილებლად უნდა დაამარცხოს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. ეს კი ჩვენებურს 22 ურთიერთშეხვედრიდან ჯერ არასოდეს გაუკეთებია.

ტოჩინოშინი თითქოს, ოძეკი გოეიდოსთანაც განწირული ჩანდა, მაგრამ ჩემპიონი იორიკირის ილეთით დაამარცხა და საბედისწერო, მე-8 მარცხს გადაურჩა. ტოჩინოშინს 2-7 ბალანსი აქვს. მან ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელსაც ძურიოს დივიზიონში 4-5 ბალანსი აქვს.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): იოშიკაძე-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), იკიოი-ჰაკუჰო (ჰატაკაკიკომი), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-გოეიდო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაისეი (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
8-1: კისენოსატო
(ოძეკი), ტაკაიასუ (კომუსუბი).
7-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტაკარაფუჯი (მაეგაშირა 2), იოშიკაძე (მ 5).. 2-7: ტოჩინოშინი (სეკივაკე).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ტოჩიოძანი-გოეიდო, ტერუნოფუჯი-იკიოი, კისენოსატო-შოჰოზანი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯუღელი სულ წავიდა ხელიდან, კაცი 200 კგ-ს იწონის და ქვედა დივიზიონშიც უარყოფითი ბალანსი აქვს.
dato
16:47 18-07-2016
0

სიახლეები პოპულარული