ლევან გორგაძის ზედიზედ მესამე მარცხი

AutoSharing Option
ასეთ სტარტს ნამდვილად არ ველოდით, როდესაც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ახალი, მის კარიერაში უმაღლესი რანგით იწყებდა ბაშოს - პირველმა ქართველმა სეკივაკემ სტარტზე სამი ორთაბრძოლა დათმო. ახლა ის აღმოსავლეთის სეკივაკე კაისეისთან დამარცხდა, ბრაზილიელმა მას ღონით აჯობა.

ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) გამარჯვებული გამოვიდა ჩიოტაირიუსთან ბრძოლაში. მას 2-1 ბალანსი აქვს და თუ ტურნირს დადებითი ბალანსით დაასრულებს, ელიტას დაუბრუნდება.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ოკინოუმი-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), ჰაკუჰო-მიტაკეუმი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ოკურიტაოში), ტაკაიასუ-გოეიდო (უვატედაშინაგე), კაისეი-ტოჩინოშინი (იორიკირი).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-ოკინოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული