ნაგოიას ბაშო: ქართველთა დუელი თითქმის გადამწყვეტია

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. გაგვახარა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც მე-2 მაეგაშირა ტაკაიასუ ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა. ლევანი პირველი მაეგაშირაა და 6-7 ბალანსი აქვს.

მას წაგების უფლება არ დარჩა, თუმცა, მეორე მხრივ, თუ ორ დარჩენილ ორთაბრძოლას მოიგებს, კომუსუბის ტიტულს მიიღებს.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) იორიკირის ილეთით დაამარცხა კიოკუტენჰო. მას 5-8 ბალანსი აქვს და რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება.

25 ივლისს ბაშოზე ერთმანეთის პირისპირ ქართველები დადგებიან, ტოჩინოშინის მეტოქე სწორედ გაგამარუა. ეს მათი მერვე შერკინება იქნება, 5:2 - ტოჩინოშინი წინაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული