სუმო. ნაგოიას ბაშო. 12-26 ივლისი: ქართველებს წაგების უფლება აღარ დარჩათ

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე მოასპარეზე ქართველებს წაგების უფლება აღარ დარჩათ. არადა, ტურნირის დასრულებამდე ჯერ კიდევ ოთხი დღე რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რეიტინგში დაქვეითდებიან.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტულის მქონე მიოგირიუსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ანალოგიური ილეთით წააგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), რომელიც რუს ამურუს ხვდებოდა. ახლა ორივეს 4-7 ბალანსი აქვს, მერვე წაგება კი უარყოფითი ბალანსის განაღდებას ნიშნავს.

ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი მაეგაშირა სადანოუმია, ხოლო გაგამარუ მონღოლ ტოკიტენკუს შეხვდება.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-კაისეი (იორიკირი), გოეიდო-ტოჩიოძანი (კუბინაგე), სადანოუმი-იჩინოჯო (უვატენაგე), მიოგირიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი),
ამურუ-გაგამარუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა).
9-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე)... 4-7: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1), გაგამარუ (მ 6).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-მიოგირიუ, გოეიდო-ტაკეკაძე, ტოჩიოძანი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-სადანოუმი, გაგამარუ-ტოკიტენკუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული