სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ლევან გორგაძე კომუსუბის ტიტულთან ახლოსაა

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მე-12 დღეს პირველმა მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) უარყოფითი ბალანსი გამოასწორა.

ამისთვის მან ტოიონოშიმა დაამარცხა უვატედაშინაგეს ილეთით. ჩვენებურს 6-6 ბალანსი აქვს და დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ორი თუ მოიგო, დიდი ალბათობით, კომუსუბის ტიტულს დაიბრუნებს. მისი მომდევნო მეტოქე მონღოლი ტამავაშია.

სამწუხაროდ, წაგებების ლიმიტი ამოწურა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც ტაკარაფუჯისთან წააგო. გაგამარუს 5-7 ბალანსი აქვს და მომდევნო წაგება მას რანგში დააქვეითებს. ჩვენებურის ახალი მეტოქე ვეტერანი მონღოლი კიოკუტენჰოა.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (ოშიდაში), გოეიდო-ჰაკუჰო (კუბინაგე), ტერუნოფუჯი-კისენოსატო (შიტატენაგე), კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა (უვატედაშინაგე), ტაკარაფუჯი-გაგამარუ
(ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
10-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 11).
9-3: კისენოსატო (ოძეკი), ტერუნოფუჯი (სეკივაკე), ტაკაიასუ (მ 8), იკიოი (მ 10), ოკინოუმი (მ 10), იოშიკაძე (მ 14)... 6-6: ტოჩინოშინი (მ 1)... 5-7: გაგამარუ (მ 6).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, გოეიდო-კაისეი, ტერუნოფუჯი-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-ტამავაში, გაგამარუ-კიოკუტენჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული