ლევან გორგაძეს ოსაკას ბაშოზე წაგების უფლება აღარ აქვს

AutoSharing Option
ოსაკაში მარტის ბაშოზე მოასპარეზე ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) დამარცხების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენებური კიდევ უფრო დაქვეითდება რეიტინგში, მაგრამ ანალოგიურ მდგომარეობაშია მისი მომდევნო მეტოქე ნიშიგიკიც, იმ განსხვავებით, რომ მისთვის მარცხი დივიზიონიდან გავარდნის ტოლფასიცაა.

ასპარეზობის მე-11 დღეს ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით წააგო იჩინოჯოსთან.

წააგო ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). მას ეგვიპტელმა ოსუნაარაშიმ აჯობა იორიკირის ილეთით. გაგამარუს 5-6 ბალანსი აქვს. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე უმაღლესი დივიზიონიდანაა, მე-14 მაეგაშირა კიოკუშუჰო.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-იოშიკაძე (ოკურიდაში), კაკურიუ-ტაკაიასუ (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი (იორიკირი), ტერუნოფუჯი-არავაში (უვატენაგე), იჩინოჯო-ტოჩინოშინი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: კისენოსატო (იოკოძუნა);
10-1: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 10)... 4-7: ტოჩინოშინი (მ 10).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტამავაში, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კისენოსატო-არავაში, ტერუნოფუჯი-ენდო, ტოჩინოშინი-ნიშიკიგი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული