ჭაბუკები. ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ბერლინის თასზე ჭაბუკებს შორის გამოსვლა ორი ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ქართველებს ოქროს მედლები ოთარ ტალახაშვილმა (-55კგ) და გელა ზაალიშვილმა (+90კგ) მოუტანეს.

ოთარ ტალახაშვილმა 5-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ყაზახი და რუსი მეტოქეები დაამარცხა და ფინალშიც რუსს გაუმკლავდა.

გელა ზაალიშვილს ევროპის ჩემპიონობის მოსაპოვებლად ორი ქართველის დამარცხება მოუხდა. თავდაპირველად, ზაალიშვილმა 1/2-ფინალში ამირან წიქორიძე დაამარცხა, ფინალში კი მეორე ქართველს, ნიკა დონღვანს 19 წამში მოუგო.

ვერცხლს მედლებს, საბოლოოდ, საბა გრიგალაშვილი
(-60კგ), ტატო გრიგალაშვილი (-73კგ), სოსო ებილაშვილი (-81კგ) და ნიკა დონღვანი (+90კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი სანდრო ძამაშვილს (-50კგ), გაგა ბახტიძეს (-60კგ), ალეკო მამიაშვილს (-66კგ), ნოდარ ბერიაშვილს (-81კგ), ომარ საურსა (-90კგ) და ამირან წიქორიძეს (+90კგ) ერგოთ.

საქართველოს ნაკრებმა ვაჟებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული