ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. ოქროს ლიგა: თბილისის "მებრძოლი" ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
ძიუდოს კლუბმა "მებრძოლმა" ვენაში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგაში" ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები გერმანულ "აბენსბერგს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 3:2 დაამარცხეს. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ადამ ოქრუაშვილმა მეტოქეს სუფთად მოუგო.

მანამდე, ფინალის სტარტზე ვაჟა მარგველაშვილი უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარიასთან დამარცხდა, თუმცა ნუგზარ ტატალაშვილმა იპონითვე გაათანაბრა. ამის შემდეგ ჯერ ავთანდილ ჭრიკიშვილმა წააგო, შემდეგ კი ვალერი ლიპარტელიანმა დაძაბულ შეხვედრაში შანსი შეგვინარჩუნა.

ფინალამდე შსს-ის კლუბმა, რომელიც პრაქტიკულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული, ტურნირზე ჯერ ფრანგულ "სენ ჟენევიევს" მოუგო (3:2), შემდეგ კი ნახევარფინალში
პორტუგალიური "სპორტინგი" დაამარცხა (3:2).

"მებრძოლმა" "ოქროს ლიგაში" ამ შემადგენლობით იასპარეზა:

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტორს ყველაფერი ზუსტად უწერია. გუშინ ძიუდოში ჩატარდა 2 რანგის ტურნირი. ავსტრიაში ოქროს ლიგა, სადაც მებრძოლი გახდა ჩემპიონი, ხოლო თბილისში 1 ლიგა, სადაც საგარეჯომ მოიგო, ხოლო შევარდენი 2005 ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ისე ძალიან მშრალად კი წერია შეხვედრების შესახებ. მებრძოლს ნამდვილი ბრძოლა ქონდა და რო არა ოოქრუაშვილის ბრწყინვალე გამოსვლა ნამდვილად რთული იქნებოდა დუბლის გაკეთება. საღოლ ბიჭებს.
tornike
14:46 20-12-2015
0
ბალუმასტერ: ოქროს და პირველ ლიგებს ურევ!
grisha oniani
11:45 20-12-2015
0

სიახლეები პოპულარული