ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. I ლიგა: "საგარეჯო" ფინალშია, "შევარდენი" - რეპეშაჟში

AutoSharing Option
19 დეკემბერს, ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს, ორი ქართული კლუბი "საგარეჯო" და "შევარდენი" გამოდის.

ჩემპიონატის ფინალში გავიდა კლუბი "საგარეჯო", რომელიც რუსული გუნდების, "ედელვაისისა" და "რატიბორეცის" ძლევის შემდეგ, გადამაწყვეტ შეხვედრაში ამ ქვეყნის კიდევ ერთ წარმომადგენელ - "კბრ ნალჩიკს" დაუპირისპირდება.

"შევარდენმა" სასტარტო შეხვედრა ფრანგულ "სუცი ჯუდოს" კი მოუგო, თუმცა რუსულ "ნიუ სტრიმ ტიუმენთან" დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჰოლანდიურ "ნორდ-ოსტ ჰერენვენს" აჯობა და ახლა ფრანგულ "სარტროვილის" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საპრიზო ადგილზე გასული გუნდები "ოქროს ლიგის"
საგზურებს მიიღებენ.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფინალური ეტაპი 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული