"ოქროს ლიგა": ძიუდოს კლუბი "საგარეჯო" ფინალში რუსულ "იავარა ნევას" შეხვდება

AutoSharing Option
17 დეკემბერს, გროზნოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგაში" წარმატებით ასპარეზობს ძიუდოს ქართული კლუბი "საგარეჯო", რომელიც ფინალში გავიდა.

"საგარეჯომ" ჯერ პორტუგალიურ "სპორტინგს" მოუგო, შემდეგ კი გერმანულ "აბენსბერგს", გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსულ "იავარა ნევას" დაუპირისპირდება.

ტურნირის ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს "ოქროს ლიგის" შარშანდელი გამარჯვებული "მებრძოლი", რომელიც "აბენსბერგს" შეხვდება.

"ოქროს ლიგაში" ქალებშიც და ვაჟებშიც 8-8 გუნდი გამოდის. წელს ვაჟთა შორის სამი ქართული კლუბია წარმოდგენილი. "საგარეჯოსა" და "მებრძოლთან" ერთად გროზნოში "შევარდენმაც" იასპარეზა, თუმცა სტარტზე მომავალ ფინალისტთან "იავარა ნევასთან" დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00
სთ-იდან დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრების ნახვა ლაივ-სთრიმით ამ ბმულზე შეუძლიათ.

საგარეჯო
66 კგ. ნიჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე

მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. შალვა ქარდავა
81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი

შევარდენი
66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი, გელა კელიხაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა
90 კგ. უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული