ევროპის საკლუბო ჩემპიონატი: "საგარეჯო" ნახევარფინალშია, "შევარდენი" - რეპეშაჟში

AutoSharing Option
19 დეკემბერს, ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს, ორი ქართული კლუბი "საგარეჯო" და "შევარდენი" გამოდის.

ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა კლუბი "საგარეჯო", რომელმაც გროზნოს "ედელვაისს" სძლია და ფინალის საგზურისთვის კიდევ ერთ რუსულ გუნდს - "რატიბორეცს" დაუპირისპირდება.

რეპეშაჟში იასპარეზებს "შევარდენი", რომელიც პირველ შეხვედრას ჰოლანდიურ "ნორდ-ოსტ ჰერენვენთან" გამართავს. მანამდე "შევარდენმა" ფრანგულ "სუცი ჯუდოს" მოუგო, თუმცა რუსულ "ნიუ სტრიმ ტიუმენთან" დამარცხდა.

ფინალური ეტაპი 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული