ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს პირველი მედალი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბექა ღვინიაშვილი ვაზარ-იპონით დაამარცხა.

ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ფინალისტმა ლიპარტელიანმა ტურნირის 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთკორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო და შემდეგ სანუგეშო ტურნირში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა. საწყის შეხვედრებში მან არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.

თანამემამულესთან შეხვედრამდე ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა. იქამდე ბექამ სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ
ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა. მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერს გაუმკლავდა.

დღესვე საქართველოს სახელით ქალთა ტურნირში ესტერ სტამმაც (-70) იასპარეზა, თუმცა სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, მომდევნო დათმო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შაბათს, 29 აგვისტოს, მონაწილე მხოლოდ ვაჟთა შორის გვეყოლება და ისიც მარტო მძიმე წონაში. იქ ადამ ოქრუაშვილი მეორე წრეშია დაშვებული, სადაც პოლონელ მატიეჟ სარნაცკის შეხვდება. პირველ წრეში ლევან მატიაშვილიც თავისუფალია, ოღონდ მისი მომავალი მეტოქე ჯერ არაა ცნობილი, კუბელ ალექს გარსია მენდოზასა და ალექსანდრ გორდიენკოს წყვილში გამოვლინდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი კვირას, გუნდური პირველობით დასრულდება.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. IV დღე: ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი...
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი შორეული ნათესავია ღვინიაშვილი, მაგრამ ჯერ ლიპოს უნდა მიეცეს შანსი. მომავალ (ანუ 2020წ.) ოლიმპიადაზე ან ღვინიაშვილი იქნება პირველი ნომერი ან 100 კოლოგრამში გადავა, რაც ძალიან აწყობს ნაკრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2-3 წელიწადში ღვინიაშვილი აუცილებლად პირველი იქნება ნებისმიერ წონაში.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული