ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 20 აპრილს, ვარშავაში ძიუდოისტთა პირად-გუნდური ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენი ვაჟთა ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს, ქალებში კი მხოლოდ სამი მონაწილე გვეყოლება.

პოლონეთის დედაქალაქში დღეს მედლებისთვის 60-66-კგ-მდე წონითი კატეგორიის ვაჟები და 48, 52 და 57-ის ქალები იჭიდავებენ და შესაბამისად, 5 ძიუდოისტი გვეყოლება საქომაგო: 3 ვაჟი და 2 ქალი.

60 კგ-ში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვლენ, 66-ში - ვაჟა მარგველაშვილი. ქალთა ტურნირში ჩვენგან ოლღა ალადოშვილი (48) და ეთერ ლიპარტელიანი (57) იბრძოლებენ.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები

დღეს წინასწარი
შეხვედრები თბილისის დროით 13:00 სთ-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-ზე. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს, ტურნირის სრულად ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველი შეხვედრა ყველა ქართველმა მოიგო...
მიშა
14:19 20-04-2017
0
მარგველაშვილმა პირველი სუფთად მოიგო. ეგ ერთი...
მიშა
13:32 20-04-2017
0

სიახლეები პოპულარული