საათები მსოფლიოს ჩემპიონობამდე - საქართველო დღეს ბოლო პარტიას მართავს

AutoSharing Option
კიდევ ერთი ტური და ჩინეთში დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად ასპარეზობს ჩვენი ნაკრები: პირველ ტურში რუსებთან დაზავების შემდეგ ქართველმა დიდოსტატებმა ზედიზედ შვიდი შეხვედრა მოიგეს (!) და 15 ქულით პირველ ადგილზე არიან.

27 აპრილს, მე-8 ტურში ელიზბარ უბილავას (კაპიტანი დავით ჯოჯუა) შეგირდებმა სომხებს მოუგეს - 3:1. კვლავ გაიმარჯვა ამ ტურნირზე შეუდარებელმა ბელა ხოტენაშვილმა - თეთრი ფიგურებით 54-ე სვლაზე ელინა დანიელიანს დააყრევინა ფარ-ხმალი.

ასევე წარმატებით ითამაშეს მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, ლილით გალოიანსა და მარია კურსოვას აჯობეს;
ლელა ჯავახიშვილი
შავი ფიგურებით ლილით მკრტიჩიანს დანებდა.

რვიდან შვიდი ქულა - ასეთია ბელა ხოტენაშვილის წვლილი საერთო ყულაბაში. ასევე, შედეგიანად თამაშობს მერი არაბიძე, რომელმაც ოთხი პარტია მოიგო და ორი ყაიმით დაასრულა. 8-დან 4 ქულა შესძინა გუნდს ლელა ჯავახიშვილმა. ნინო ბაციაშვილსაც ამდენივე ქულა აქვს, ოღონდ ექვსი პარტიიდან. სალომე მელიამ 4 ორთაბრძოლიდან 2,5 ქულას მოუყარა თავი.

მე-8 ტურში რუსეთმა უკრაინას სძლია - 2,5:1,5, ინდოეთი-პოლონეთი 3,5:0:5, ყაზახეთი-ეგვიპტე 3,5:0,5, აშშ-ჩინეთი 0,5:3,5.

რვა ტურის შემდეგ: საქართველო-15 (22,5), რუსეთი-13 (21,5), ჩინეთი-11 (20,5), ინდოეთი-8 (19), უკრაინა-8 (17), ყაზახეთი-8 (15,5), სომხეთი-7 (15), აშშ-5(12,5), პოლონეთი-5 (13,5), ეგვიპტე-0 (3,5) ქულა.

28 აპრილს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ჩინეთი-საქართველო, სომხეთი-ინდოეთი, რუსეთი-აშშ, ეგვიპტე-უკრაინა, პოლონეთი-ყაზახეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული