ამერიკელი სამთო მოთხილამურე რეზი შტიგლერის ეროტიკული ფოტოსესია [PHOTO]

AutoSharing Option
ცნობილმა ამერიკელმა სამთო მოთხილამურე გოგონამ, რეზი შტიგლერმა მორიგ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მაუის პლაჟზე მზეთუნახავმა ბიკინის ამარა იპოზიორა.

სპორტსმენმა ფოტოსესიიდან რამდენიმე კადრი "ტვიტერის" მიკრობლოგზე განათავსა.

ცნობილი ავსტრიელი სამთო მოთხილამურის, პეპი (იოზეფ) შტიგლერის ქალიშვილი, რეზი, აშშ-ის სახელით გამოდის. ის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორი რამდენჯერმე გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2005 წელს ჰქონდა, როდესაც მეექვსე ადგილი დაიკავა. რეზი შტიგლერი სოჭის ოლიმპიადაზეც გამოდიოდა და გიგანტურ სლალომში მან 29-ე ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული