დოპინგ-სკანდალი: ახალი გამონაკლისების სია

AutoSharing Option
ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მოპოვებული დოკუმენტების მეექვსე ნაწილი.

ამჯერად, გამოქვეყნებულია 14 ქვეყნის 20 სპორტსმენის მონაცემები. მათ შორის არიან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონები - ავსტრალიელი მოცურავე ემილი სიბომი და ბრიტანელი ტრიატლონისტი ალისტერ ბრაუნლი. ახალი სიაში მოხვედრილ ყველა სპორტმენს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ნებართვა ჰქონდა აკრძალული პრეპარატების გამოყენებაზე.

სააგენტო გამოეხმაურა Fancy Bears-ის უკანონო საქმიანობას. ორგანაზიციას მიაჩნია, რომ სპორტსმენებმა თავი არ უნდა იმართლონ თერაპიული გამონაკლისის დროს აკრძალული პრეპარტის მიღებაზე.

"როგორც იცით, ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა გამოაქვეყნა რამდენიმე კონფიდენციალური მონაცემი
სპორტსმენებზე, - წერია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გვერდზე. - კერძოდ, მათ იმ შემთხვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც აკრძალულ პრეპარატებზე თერაპიულ გამონაკლისს ეხება.

ამ სიტუაციამ გამოიწვია ბევრი სტატია პრესაში და სამწუხაროდ, გავრცელდა ბევრი დეზინფორმაცია თერაპიული გამონაკლისის შესახებ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ მსჯელობენ კერძო, კონფიდენციალურ სამედიცინო ინფორმაციაზე დაყრდნობით. სპორტსმენები არ უნდა იმართლებდნენ თავს იმის გამო, თერაპიული გამონაკლისი ჰქონდათ. ეს პროგრამა მკაცრია და ელიტური სპორტის ნაწილი გახლავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული