რიო დე ჟანეირო საშიშია ჯანმრთელობისთვის

AutoSharing Option
ბრაზილიისა და რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობებმა ჩააგდეს იმ წყალსაცავების გაწმენდითი სამუშაოები, რომლებიც გაისად, 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა გამოიყენონ.

ინფორმაცია სააგენტო AP-მა გაავრცელა, რომელიც 2015 წლის მარტიდან აწარმოებდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას.

ოლიმპიადისთვის განკუთვნილ სპორტულ ობიექტებზე (გუანაბარას ყურე და კოპაკაბანას პლაჟის ზონა) წყალი კვლავაც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მასში ისევაა სხვადასხვა ადენოვირუსი, რომელიც ციებ-ცხელებას, გულის რევასა და დიარეას იწვევს. შედეგად, უკვე დაავადნენ სპორტსმენები, რომლებმაც ამ ზონებში ვარჯიში გაბედეს.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ რიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა, შესაძლოა, შეცვალოს საწყლოსნო სახეობებში სტარტების
ჩატარების ადგილი.

გუანაბარას სრუტიდან და მასში ჩამავალი არხებიდან რეგულარულად ამოჰყავთ მკვდარი თევზი. ასე მაგალითად, ამა წლის აპრილში, ერთ-ერთ არხში 21 ტონა მკვდარი თევზი იპოვნეს.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 5-21 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ეს იქნება პირველი თამაშები, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება. ოლიმპიადას 10 ათასზე მეტი სპორტსმენი ესტუმრება, აქედან 1500 სპორტსმენს უშუალო კონტაქტი ექნება ღია წყალთან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული