ოლიმპიზმი: რომს დი მონტეძემოლო მიხედავს

AutoSharing Option
"ფერარის" ყოფილი პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო, შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს. შეგახსენებთ, რომ ამ თამაშების ორგანიზებაზე პრეტენზიას იტალიის დედაქალაქი რომი აცხადებს.

ამ თანამდებობაზე დი მონტეძემოლოს დანიშვნა დაადასტურა იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მაგალომ.

"დღეს ჩვენ შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ლუკა დი მონტეძემოლო სათავეში ჩაუდგება საორგანიზაციო კომიტეტს, ვიცე-პრეზიდენტი კი ლუკა პანკალი იქნება. ისინი ხვალიდანვე შეუდგებიან მუშაობას. დაიწყება შეხვედრები მთავრობასთან და შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები", - განაცხადა მაგალომ.

თავად ლუკა დი მონტეძემოლომ მოკლე კომენტარი გაუკეთა თავის დანიშვნას:
"ენთუზიაზმით სავსე ვარ. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ შეგვიძლია მასთან გამკლავება".

შეგახსენებთ, რომ დი მონტეძემოლო "ფერარის" პრეზიდენტი იყო 2004-10 წლებში, რის შემდეგაც Fiat Group-ს ჩაუდგა სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული