ფორმულა 1: სხვა შუმახერი მოკვდა

AutoSharing Option
ევროპულმა პრესამ ნამდვილი ისტერია მოაწყო ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის "ცრუ" გარდაცვალების გამო. ასეთი აურზაურის მიზეზი გახდა გერმანელი პილოტის მოგვარის, იტალიელი მსახიობის რაფაელ შუმახერის სიკვდილი.

სპექტაკლ მირაჟში რაფაელ შუმახერს თვითმკვლელობის სცენა უნდა ეთამაშა და მან ამისთვის ბუტაფორიულის ნაცვლად, ნამდვილი ყულფი გამოიყენა. სცენაზე ის კომაში ჩავარდა და მოაგვიანებით, გონსმოუსვლელად რეანიმაციაში გარდაიცვალა.

ფორმულა 1-ის მოგვარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა და დიდი ხმაურიც გამოიწვია. სინამდვილეში, მიხაელ შუმახერი ცოცხალია, თუმცა "ფერარის" ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ცუდი ამბები
აქვს მიხაელის შესახებ.

რამდენიმე დღის წინათ, გერმანულმა ჟურნალმა Bunte-ი გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, ლეგენდარულ პილოტს შეუძლია დამოუკიდებლად ხელების აწევა და სიარული თერაპევტის დახმარებით. თუმცა იქვე ეს ინფორმაცია უარყო მიხაელის მენეჯერმა საბინა კემმა. მისი თქმით, ჭორები შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ, უპასუხისმგებლო სპეკულაციებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული