ფორმულა 1: უფრო მოკლე და კომუნიკაბელური

AutoSharing Option
"ფერარის" ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ კომენტარი გაუკეთა ფორმულა 1-ში ხელმძღვანელობის ცვლილებას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის აქციათა საკონტროლო პაკეტი კომპანია Liberty Media-მ შეიძინა, რის შემდეგაც, გენერალური პრომოუტერის პოსტიდან ბერნი ექლსტოუნი წავიდა.

"ფორმულა 1-მა თავისი მთავარი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა 2006 წელს, საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა საინვესტიციო ფონდს CVC-ს. ამის შემდეგ, ფორმულა 1-ში ინოვაციებმა კრახი განიცადეს.

ახალი მმართველების მოსვლის შემდეგ, რბოლები უფრო მოკლე გახდება, გულშემატკივრებთან კომუნიკაცია - ეფექტური. გამარტივდება რეგლამენტი. ახალი მეპატრონეები აპირებენ გაამყარონ კონცეპცია, რომ ფორმულა 1 - ეს არის სპორტი ევროპული
ტრადიციებით. ჩვენ ვეღარ ვნახავთ ისეთ სისულელეებს, როგორიც იყო კორეის ან ინდოეთის გრანპრი.

რბოლები აშშ-ში - ეს კარგია, მაგრამ არა უმეტეს ორი ეტაპისა სეზონში. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვიზიდოთ გულშემატკივრები ტრასებზე. სპორტის არც ერთი სახეობა არ არსებობს ფანების გარეშე", - განაცხადა ლუკა დი მონტეძემოლომ გაზეთ La Repubblica-სთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული