სენსაცია: კიმი რაიკონენი "ფერარიში"!

AutoSharing Option
"რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის მარკ უებერის შემცვლელად კიმი რაიკონენის ან დანიელ რიკარდოს კანდიდატურას განიხილავს. თუმცა 13 აგვისტოს სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა ფინურმა გამოცემა Ilta-Sanomat-მა. გაზეთი ირწმუნება, რომ კიმიმ უკვე გაარკვია მომავალი სეზონისთვის თავისი ახალი გუნდი და ეს "რედ ბული" არ არის.

ფინელი ჟურნალისტები წყაროს არ ასახელებენ, მაგრამ წერენ, რომ რაიკონენმა "ფერარიში" დაბრუნება გადაწყვიტა, რომლის შემადგენლობაში 2007 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. უფრო მეტიც, გამოცემა ამტკიცებს, რომ კიმი იტალიურ გუნდში არა ფელიპე მასას, არამედ ფერნანდო ალონსოს
შეცვლის, რომელიც, თავის მხრივ, "რედ ბულში" გააგრძელებს კარიერას.

ადრე უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ "სკუდერია" ინტერესს გამოთქვამს ფინელი პილოტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე კიმის ურთიერთობა დაეძაბა "ფერარის" პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოსთან. თუმცა უნგრეთში რაიკონენმა განაცხადა, რომ უთანხმოება წარსულში დარჩა და შეუძლებელი არაფერია.

ალონსო ათასს მიუახლოვდა
სანამ ფორმულა 1-ში საზაფხულო არდადეგებია, "ფერარის" პრესსამსახურმა საინტერესო სტატისტიკა მოამზადა. როგორც ირკვევა, სულ მალე ესპანელი ფერნანდო ალონსო მე-1000 ქულას მოიპოვებს "სკუდერიას" შემადგენლობაში...

თავისი პირველი რბოლა "ფერარის" რიგებში ფერნანდო ალონსომ 2010 წელს, ბაჰრეინში ჩაატარა. იქიდან მოყოლებული, ესპანელმა პილოტმა მონაწილეობა მიიღო 68 გრანპრიში, მოიგო 11 ეტაპი, 38-ჯერ ავიდა პოდიუმზე და 920 ქულა მოაგროვა. სავარაუდოდ, უკვე ამ სეზონში ესპანელი პილოტი გადააბიჯებს 1000-ქულიან ზღვარს "ფერარის" ბოლიდით.

თუ ამ სამწლიან პერიოდში ალონსოს გამოსვლის სტატისტიკას ჩემპიონატის სხვა წამყვანი პილოტების შედეგებს შევადარებთ, უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს (25 მოგება, 44 პოდიუმი, 1101 ქულა) ჰქონდა. ალონსოს იმდენივე გამარჯვება (11) აქვს, რამდენიც ჰემილტონს (26 პოდიუმი, 781 ქულა), მაგრამ ესპანელს პოდიუმზე ფინიშიც მეტი აქვს და მოპოვებული ქულებიც. მეოთხე ადგილზეა მარკ უებერი, რომელმაც 7 რბოლა მოიგო, 27-ჯერ ავიდა პოდიუმზე და 784 ქულა მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის ჰემილტონი ბუკმეიკერებში მეორეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული